სტუდენტები, რომლებიც სამხედრო სავალდებულო სამსახურს გაივლიან, სასწავლო გრანტს მიიღებენ

სტუდენტები, რომლებიც სამხედრო სავალდებულო სამსახურს გაივლიან, სასწავლო გრანტს მიიღებენ

სტუდენტებს სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის შემთხვევაში, პრივილეგიები მიენიჭებათ. აღნიშნულს საქართველოს მთავრობის დადგენილება ითვალისწინებს.

დადგენილების თანახმად, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტით უზრუნველყოფილი იქნებიან სტუდენტები, რომლებმაც 2012 და 2013 წლებში ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარეს, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხნენ და ვერ მოიპოვეს, ან ნაწილობრივ მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი და საკუთარი სურვილით, არა უგვიანეს 2014 წლის მოქალაქეთა საგაზაფხულო გაწვევამდე აიღეს ვალდებულება, თორმეტი თვის ვადით გაიარონ სამხედრო სავალდებულო სამსახური თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და თავდაცვის სამინისტრომ დადგენილების შესრულების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება უნდა უზრუნველყონ. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა რაოდენობაში აღნიშნული კატეგორიის სტუდენტებიც უნდა გაითვალისწინოს.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე