ნატო აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებში სამხედროებს გაგზავნის?

ნატო აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებში სამხედროებს გაგზავნის?

ნატო-ს დასავლეთის სახელმწიფოების სამხედრო-პოლიტიკურმა ბლოკმა შესაძლოა სამხედროები გააგზავნოს აღმოსავლეთ ევროპის იმ სახელმწიფოებში, რომლებიც საფრთხეს გრძნობენ უკრაინაში რუსეთის ქმედებების გამო. ამის შესახებ ნატო-ს ჯარების მთავარსარდალმა, გენერალმა ფილიპ ბრიდლავმა განაცხადა.

"საუბარია ხმელეთზე, ზღვასა და ჰაერში ღონისძიებებზე, რომლებიც ჩვენი აღმოსავლეთ ევროპელი პარტნიორებისთვის გარანტია იქნება", - აღნიშნა ფილიპ ბრიდლავმა.

ამასთან, ნატო-ს ჯარების მთავარსარდლის განცხადებით, მისიაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნატო-ს ნებისმიერ წევრ-სახელმწიფოს, მათ შორის აშშ-ს. მისივე თქმით, მოქმედების გეგმა მომდევნო სამშაბათისთვის უნდა იყოს მზად.

"როიტერის" ინფორმაციით, მაისის თვიდან ჩრდილოატლანტიკური ალიანსი უკრაინაში არსებული ვითარების გამო აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის გაძლიერების მიზნით 12-მდე გაზრდის იმ თვითმფრინავების რაოდენობას, რომლებიც ბალტიისპირეთის სახელმწიფოების თავზე პატრულირებენ.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა