შავ ზღვაზე გამართულ სწავლებებში, ამერიკელები საბრძოლო დელფინებს გამოიყენებენ

შავ ზღვაზე გამართულ სწავლებებში, ამერიკელები საბრძოლო დელფინებს გამოიყენებენ

მიმდინარე წლის ზაფხულში, შავ ზღვაში დადგეგმილ NATO-ს სწავლებებში მონაწილეობას ამერიკული საბრძოლო დელფინებიც მიიღებენ. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების წარმომადგენელი ტომ ლაპუცი ავრცელებს. ის საზღვაო ძუძუმწოვრების სამხედრო მიზნებით გამოყენების პროგრამას ხელმძღვანელობს.

ლაპუცის თქმით, სწავლებებში, რომლებიც დაახლოებით ორ კვირას გაგრძელდება, მონაწილეობას 20 დელფინი და ათი ზღვის ლომი მიიღებს. ზღვის ძუძუმწოვრებს საზღვაო ნაღმებსა და მოწინააღმდეგის მყვინთავების მოსაძებნად გამოიყენებენ.

მიმდინარე წლის აპრილის დასაწყისში, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ NATO-ს წევრ რვა ქვეყანასთან ერთობლივ სამხედრო სწავლებებს გამართავს, რომლებშიც საზღვაო კომპონენტიც იქნება გათვალისწინებული. ამერიკიდან უკრაინაში დელფინებსა და ზღვის ლომებს, სპეციალური თვითმფრინავებით ჩაიყვანენ.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ lenta.ru-ის მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე