აფხაზეთში სამხედრო წვრთნები დაიწყო

აფხაზეთში სამხედრო წვრთნები დაიწყო

აფხაზეთში, რუსეთის სამხედრო ბაზაზე, რომელიც სამხრეთ სამხედრო ოლქის შემადგენლობაში შედის, ტაქტიკური სწავლებები და პირადი შემადგენლობის შემოწმების პროცესი დაიწყო. ინფორმაციას სააგენტო "რია ნოვოსტი" ავრცელებს.

აფხაზეთის სამხედრო პოლიგონებზე - ცაბალი და ნაგვალოუ სწავლებების მეორე ეტაპი გაიმართება, სადაც პირადი შემადგენლობა საბრძოლო სროლებს მოაწყობს. "აღნიშნული სწავლებები პირადი შემადგენლობის პროფესიონალიზმის ამაღლებასა და სხვადასხვა დანაყოფების მუშაობის შეთანხმებულობას ემსახურება" - ასეთი კომენტარი გააკეთა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ.

ბოლო დროის განმავლობაში, რუსეთში გახშირდა სხვადასხვა სამხედრო ნაწილებში უეცარი შემოწმებები და სამხედრო სწავლებები. როგორც ჩანს, ამჯერად ოკუპირებული აფხაზეთის ჯერიც დადგა.

აღსანიშნავია, რომ აფხაზეთში უკანასკნელი სამხედრო სწავლება მიმდინარე წლის 6 თებერვალს გაიმართა. მასში მონაწილეობა აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკის და რუსული სამხედრო ბაზების ჰაერსაწინააღმდეგო დანაყოფებმა მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსულმა მე-7 სამხედრო ბაზამ ფუნქციონირება რუსეთის და აფხაზეთის მაშინდელი პრეზიდენტების - მედვედევისა და ბაღაფშის მიერ, 2009 წლის 1 თებერვალს ხელმოწერილი დოკუმენტის საფუძელზე დაიწყო. ბაზის ფუნქციონირების ხანგრძლივობა 49 წელია. მისი პირადი შემადგენლობა 4,000 სამხედროს ითვლის.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ news.rambler.ru-ის მიხედვით.

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?