"ძაღლური სამუშაო" - როგორ მსახურობენ გაწვრთნილი ძაღლები ადამიანების გვერდით ავღანეთში (+9 ფოტო)

"ძაღლური სამუშაო" - როგორ მსახურობენ გაწვრთნილი ძაღლები ადამიანების გვერდით ავღანეთში (+9 ფოტო)

ავღანეთში კოალიციური ძალების მიერ მიმდინარე ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში, ჯარისკაცებთან ერთად სპეციალური პროგრამით გაწრთვნილი სამხედრო ძაღლებიც მსახურობენ. ისინი ეძებენ ნარკოტიკებს, ასაფეთქებელ ნივთიერებებს, გზებზე დამალულ ბომბებსა და ნაღმებს, ეხმარებიან ადამიანებს უგზოუკვლოდ დაკარგული ჯარისკაცების პოვნაში. ამ ომში, ოთხფეხა ჯარისკაცები ადამიანების მსგავსად იღებენ ტრავმებს, ჭრილობებს, მედლებსა და სამხედრო ჯილდოებს. ზოგჯერ იღუპებიან ბრძოლის ველზე.

სამხედრო ძაღლებს აშშ-ში სპეციალური პროგრამით ძაღლსაშენებში წვრთნიან. ინტენსიური კურსი 13 თვეს გრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში ძაღლებს ასწავლიან ნაღმების და ნარკოტიკების პოვნას, სხვადასხვა ბრძანებებზე დამორჩილებას, აჩვევენ ცეცხლსასროლი იარაღის, შვეულმფრენების, სამხედრო ტექნიკის და აფეთქებების ხმას.

იხილეთ ფოტოგალერეა

მოაზმადა ნუკრი მგელაძემ topwar.ru-ის მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე