ავღანეთში ნატო-ს საერთაშორისო ძალების ხუთი სამხედრო დაიღუპა

 ავღანეთში ნატო-ს საერთაშორისო ძალების ხუთი სამხედრო დაიღუპა

ავღანეთის სამხრეთით ნატო-ს საერთაშორისო ძალების ხუთი სამხედრო დაიღუპა. ამის შესახებ "ასოშიეითედ პრესი" იუწყება.

ISAF-ის განცხადებით, ხუთივე სამხედრო გუშინ მომხდარი თავდასხმისას დაიღუპა. ამასთან, უცნობია დაღუპული სამხედროების ეროვნება, ასევე კონკრეტულად რომელ რაიონში მოხდა თავდასხმა.

მიმდინარე წელს ავღანეთში ნატო-ს საერთაშორისო ძალების 36 სამხედრო დაიღუპა, მათ შორის რვა ივნისში. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საერთაშორისო ძალები ავღანეთს მიმდინარე წლის ბოლოს დატოვებენ.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე