"რკინის ცხენები" სამხედრო სამსახურში - როგორ იყენებდნენ მოტოციკლებს მსოფლიო ომების დროს

"რკინის ცხენები" სამხედრო სამსახურში - როგორ იყენებდნენ მოტოციკლებს მსოფლიო ომების დროს

სამხედრო სფეროში ადამიანის მიერ გამოგონილი ყველა ტიპის სატრანსპორტო საშუალება გამოიყენება, მათ შორის - მოტოციკლებიც. პირველი სამხედრო ორთვლიანი "რკინის ცხენი" Motor Scout ფრედერიკ სიმსომ შექმნა. ოთხთვლიანი კონსტრუქციის მიუხედავად, ყველა პარამეტრით გამოგონება მოტოციკლს შეესაბამებოდა. მასზე მაქსიმის სისტემის ტყვიამფრქვევი და ჯავშანფარი იყო და დამონტაჟებული, რომელიც ადამიანის ტორსს იცავდა. დამატებითად Motor Scout-ს 450 კგ-მდე ტვირთი გადაჰქონდა. არმიის რიგებში სამხედრო მოტოციკლის ფართო გავრცელებას ხელი ბურების მეორე ომის დასრულებამ შეუშალა.

პირველი მსოფლიო ომის დასაწყისისთვის, ჯარების შემადგენლობაში მოტოციკლეტების შეყვანის იდეა, მოწინავე სახელმწიფოებში საბოლოოდ დამკვიდრდა. მთავარი მიზანი მოტორიზირებული ტექნიკით ცხენების ჩანაცვლება იყო. სწორედ ამიტომაც პირველებმა მოტოციკლეტები საკურიერო სამსახურის ჯარისკაცებმა მიიღეს. გერმანელები ყველაზე შორს წავიდნენ და მოტოციკლეტებზე ტყვიამფრქვევების დაყენება დაიწყეს. თუმცა ბრძოლის ველზე მსგავსი ტექნიკა იშვიათად გამოიყენებოდა.

ომის დასრულების შემდეგ, საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე ქვეყნებმა მოტოციკლეტების შესაძლებლობები სათანადოდ შეაფასეს და მისი კონსტრუქციის გაუმჯობესება დაიწყეს. 1928 წელს ფრანგებმა მეტად ორიგინალური ვარიანტი Mercier შექმნეს. მისი უნიკალურობა მუხლუხოებიან წინა თვალში მდგომარეობდა. შემდგომ ფრანგმა ინჟინერმა ლეეტრმა მის ბაზაზე საკუთარი ნოვატორული პროექტი შეიმუშავა. 1938 წელს წარმოდგენილ მოტოციკლეტს Tractorcycle ბორბლების ნაცვლად, კორპუსის შუაში განლაგებული მუხლუხო ჰქონდა. გამოგონება დიდი გამავლობით გამოირჩეოდა. მაგრამ დიდი წონა (400 კგ) და დაბალი სიჩქარე (30 კმ/სთ) მას ექსპლუატაციაში მოხერხებულს ხდიდა.

სერიული წარმოებისთვის ნაკლებად მოსახერხებელ მოდელებთან ერთად, ტრადიციული მოტოინდუსტრია სრული სვლით ვითარდებოდა. ომის დასრულების შემდეგ, მშვიდობიანი ხელშეკრულების საფუძველზე გერმანიას იარაღის წარმოება აეკრძალა. თუმცა დოკუმენტში მოტოციკლეტი არ იყო ნახსენები და გერმანულმა კომპანიებმა შანსი შესანიშნავად გამოიყენეს. ყველაზე წარმატებული მოდელი BMW R35 იყო. მას აქტიურად იყენებდნენ ქვეითები, მექანიზირებული და სამედიცინო ნაწილები, საპოლიციო დანაყოფები.

1940 წელს, მეორე მსოფლიო ომის პროცესში, გერმანიაში არმიის რეფორმირება დაიწყო. მოტოციკლების გამოყენებაც უფრო ფართოდ დაიწყო. მოდელები BMW R75 და Zundapp KS750 აფრიკული კორპუსის, დივერსიული დანაყოფების, სადესანტო ნაწილების განკარგულებაში აღმოჩნდნენ.

იმ პერიოდისთვის ყველაზე ინოვაციური გერმანული ნახევრადმუხლუხიანი მოტოციკლეტი Sd. Kfz. 2 იყო. 1945 წლამდე 8733 ერთეული დამზადდა. პირადი შემადგენლობის ტრასპორტირებასთან ერთად, მას ქვემეხების გამწევადაც მოიხმარდნენ.

გერმანულმა სამხედრო მოტოციკლეტებმა (განსაკუთრებით ტყვიამფრქვევით შეიარაღებული ეტლიანი მოდელები) ამერიკელ კონსტრუქტორებზე დიდი გავლენა იქონია. BMW R71-ის ბევრი ელემენტი ამერიკულ Harley-Davidson 42ХА-ში გამოიყენეს. მას ძირითადათ ჩრდილო აფრიკაში იყენებდნენ.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ furfur.me-ის მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე