შავ ზღვაში რუსეთის ფლოტისა და ნატოს წვრთნები პარალელურად მიმდინარეობს

შავ ზღვაში რუსეთის ფლოტისა და ნატოს წვრთნები პარალელურად მიმდინარეობს

შავ ზღვაში რუსეთის ფლოტის სხვადასხვა ძალების მონაწილეობით სამხედრო-საზღვაო მანევრები დაიწყო. "იტარ-ტასის" ინფორმაციით, აღნიშნულ სამხედრო წვრთნებში მონაწილეობს 20 სამხედრო ხომალდი, 20-ზე მეტი თვითმფრინავი და ვერტმფრენი, საზღვაო ქვეითები და სანაპირო არტილერია. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლების რაიონი შავი ზღვის მთელ აკვატორიას მოიცავს.

ამის პარალელურად, შავ ზღვაში ნატოს სწავლებები მიმდინარეობს. სააგენტო აღნიშნავს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რუსეთი და ალიანსი ერთსა და იმავე რაიონში წვრთნებს ერთდროულად მართავს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შავი ზღვის ფლოტის სხვადასხვა ძალებმა ერთობლივი მოქმედებები სარაკეტო-საარტილერიო სროლებით დაიწყო საზღვაო და საჰაერო მიზნების გასანადგურებლად. სროლების შედეგად განხორციელდა "მოსკიტისა" და "მალაქიტის" ხუთი ფრთოსანი რაკეტის გასროლა, რომლებმაც პირდაპირი მოხვედრით მიზანი გაანადგურეს.

ამავე უწყების ინფორმაციით, სწავლებისას საზღვაო ავიაციამ განახორციელა რამდენიმე ამოცანა, რომლის დროსაც მოხდა პირობითი მოწინააღმდეგის გემების მიმართ დარტყმის მიყენება. "სუ-24" ტიპის თვითმფრინავებმა ზღვაში მიზნის მიმართულებით სროლები განახორციელეს.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე