უკრაინული მედია - რუსი სამხედროები უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრნენ

უკრაინული მედია - რუსი სამხედროები უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრნენ

რუსი სამხედროები უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია თავდაცვისა და უშიშროების საბჭოზე დაყრდნობით ავრცელებს. რუსი სამხედროები ლუგანშინაში, 3 კილომეტრის სიღრმეში გადაადგილდნენ და იქ ჩასაფრდნენ. უშიშროების საბჭოს ინფორმაციით, აგრესორები ასეთი მეთოდებით ცდილობენ, შექმნან კორიდორი, რათა უკრაინის ტერიტორიაზე ტექნიკა და დაქირავებულები შეიყვანონ.

გარდა ამისა, სააგენტო "უნიანის" ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის საზღვარზე სანიჩნა-ლუგანსკის რაიონში რუსი სამხედროების თავმოყრა იგეგმება.

მომზადებულია www.unian.net-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა