10 აუცილებელი წესი, რომლის ცოდნა ომში სიკვდილისგან გიხსნით

10 აუცილებელი წესი, რომლის ცოდნა ომში სიკვდილისგან გიხსნით

როგორც ამბობენ, სულელი საკუთარ შეცდომებზე სწავლობს, ჭკვიანი კი სხვისაზე; მოდით, ვიყოთ ჭკვიანები და ამ სტატიაში ერთად გავეცნოთ იმ საბედისწერო შეცდომებს, რომელსაც სამოქალაქო პირები ომის დროს უშვებენ.

1 - არ ჩაიცვათ სამხედრო ტანსაცმელი

თვითნებურად ნუ გადაწყვეტთ კამუფლაჟით შემოსვას და ნუ იფიქრებთ, რომ ეს მომწვანო სამოსი თქვენ უჩინარს გაგხდით; პირიქით, - გახსოვდეთ, რომ საომარი სიტუაციებისას თავდასხმის ძირითადი ობიექტები სწორედაც რომ სამხედრო პირები არიან.

2 - არ ჩაიცვათ ძვირფასი სამოსი

თუ საომარი სიტუაციაა და თავის გადასარჩენად ქუჩაში გასვლა მოგიწევთ, ნუ დახარბდებით ძვირფას სამოსს, რომელიც გარდერობში გიდევთ... ვინაიდან საომარი ქმედებებისას მოროდიორობა გახშირებულია, ისინი თავს სწორედ მათ ესხმიან, ვინც მდიდრულად გამოიყურება. ასე რომ, ნუ შესწირავთ სიცოცხლეს მაღალ მოდას... და ძვირადღირებული სამკაულები რაც შეიძლება შორს უნდა იყოს თქვენგან.

3 - არ შეაფაროთ თავი მაღალ შენობებს

საომარი ქმედებებისას ყველაზე დიდი სისულელე, რაც შეიძლება გააკეთოთ, ტყვიებისგან დასამალად მაღალი შენობების გამოყენებაა. გახსოვდეთ, რომ მტრის სამიზნე პირველ რიგში ასეთი შენობები ხდება. განსაკუთრებით თავი აარიდეთ მასობრივი თავშეყრის ადგილებს, როგორიცაა მაღაზიები, სავაჭრო ცენტრები, ვინაიდან ისინი მტრისთვის თავდასხმისათვის ყველაზე "გემრიელი ლუკმაა"... განსაკუთრებით კი თავი შორს ბენზინგასამართ სადგურებისგან უნდა დაიჭიროთ.

4 - არ აიკიდოთ ბევრი ბარგი

ომში ბარგი ყველაზე დიდი დისკომფორტია. შეეცადეთ მხოლოდ უმნიშნველოვანესი ნივთები იქონიოთ თან, მეტწილად პირველადი სამედიცინო საჭიროებისთვის... გაითვალისწინეთ, რომ ერთ ადამიანზე ბარგის წონა 10 კილოგრამს არ უნდა აღემატებოდეს. ბევრი ბარგით კი თქვენ მოროდიორების სამიზნე გახდებით, გარდა ამისა გაგიჭირდებათ გადაადგილება, დამალვა და ამასთან ბარგით მეტ ყურადღებას მიიქცევთ.

5 - არ გახვიდეთ სახლიდან დოკუმენტაციების გარეშე

ნუ იფიქრებთ, რომ პასპორტის თან ქონა პრობლემებს შეგიქმნით; პირიქით. მეტიც, სასურველია, რომ პასპორტში რომელიმე გვერდზე თქვენი სისხლის ჯგუფიც მიაწეროთ, რადგან თქვენ არ ხართ დაზღვეული დაჭრისგან და სხვა მსგავსი დაზიანებებისგან. ამით კი თქვენ დახმარებისთვის გზას გაიმარტივებთ.

იხილეთ სტატია სრულად

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე