აღმოსავლეთ უკრაინაში ექვსი ძალოვანი დაიღუპა

 აღმოსავლეთ უკრაინაში ექვსი ძალოვანი დაიღუპა

აღმოსავლეთ უკრაინაში, ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 6 უკრაინელი ძალოვანი დაიღუპა, 24 კი დაიჭრა. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა ანდრეი ლისენკომ განაცხადა.

როგორც ანდრეი ლისენკომ განაცხადა, წუხანდელი ღამის განმავლობაში სეპარატისტებმა კიდევ უფრო დიდი დანაკლისი განიცადეს, როგორც ცოცხალი ძალების, ასევე ტექნიკის მხრივ.

ანდრეი ლისენკოს ინფორმაციით, ანტიტერორისტული ოპერაციისას აღმოსავლეთ უკრაინაში საერთო ჯამში 568 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, 2 120 კი დაშავდა.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე