პენტაგონის ინფორმაციით, უკრაინის საზღვართან 10 000 რუსი სამხედროა მობილიზებული

პენტაგონის ინფორმაციით, უკრაინის საზღვართან 10 000 რუსი სამხედროა მობილიზებული

პენტაგონის ინფორმაციით, უკრაინის საზღვართან 10 000 რუსი სამხედროა მობილიზებული. სააგენტო "ლიგა.ნეტ"-ის ინფორმაციით, ამის შესახებ პენტაგონის პრესმდივანმა, ჯონ კიბრიმ განაცხადა.

"აშშ კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ უკრაინასთან საზღვრის ჩრდილოეთის პერიმეტრზე რუსი სამხედროების დიდი ოდენობაა მობილიზებული. ზუსტი ციფრის დასახელება არ შემიძლია, მაგრამ საუბარია დაახლოებით 10 000 სამხედრო მოსამსახურეზე", - განაცხადა კიბრიმ.

მისივე თქმით, რაოდენობაზე უფრო მნიშვნელოვანია სამხედროების შესაძლებლობები და მათი სიახლოვე უკრაინასთან.

პენტაგონმა კიდევ ერთხელ დაადანაშაულა რუსეთის ფედერაცია უკრაინაში ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობაში და მოსკოვს ტერორისტების დახმარებაზე უარის თქმისკენ მოუწოდა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა