უკრაინაში სამხედრო წვრთნებში ქართული ოცეული მიიღებს მონაწილეობას

უკრაინაში სამხედრო წვრთნებში ქართული ოცეული მიიღებს მონაწილეობას

ქართული ოცეული სწავლებაში "რაპიდ ტრაიდენტი" ჩაერთვება. როგორც "ინტერპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, 13-27 სექტემბერს უკრაინაში, ლვოვის მახლობლად, სამხედრო პოლიგონ "იავაროვაზე" ყოველწლიური საერთაშორისო სწავლება გაიმართება.

სწავლებაში NATO-ს წევრი და "პარტნიორობა მშვიდობისათვის" (PFP) ფორმატში მონაწილე ქვეყნები ჩაერთვებიან. სამხედრო წვრთნებში საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის ოცეულიც მიიღებს მონაწილეობას.

ქართველ სამხედროებთან ერთად სწავლებაში 15 ქვეყნის ათასამდე სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას; მათ შორის 200 ამერიკელი სამხედრო, ასევე სამხედროები უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, ლატვიიდან, ლიტვიდან, მოლდოვადან, პოლონეთიდან, რუმინეთიდან და ესპანეთიდან.

სწავლების სცენარის მიხედვით, მრავალეროვნულ ბრიგადას უკანონო შეიარაღებული ფორმირებების წინააღმდეგ ერთობლივი ძალებით მოუწევს მოქმედება.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე