ავღანეთიდან ქართველი სამხედროების ჯგუფი დაბრუნდა

ავღანეთიდან ქართველი სამხედროების ჯგუფი დაბრუნდა

ავღანეთიდან ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მორიგი ნაკადი დაბრუნდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, სპეციალური ოპერაციების ძალების სამთო-სადაზვერვო ბატალიონის მორიგი ნაკადი ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა. ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები ISAF-ის მისიის ფარგლებში, ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში, 6 თვის განმავლობაში ყანდაღარის საავიაციო ბაზაზე მსახურობდნენ.

ალექსეევკას სამხედრო აეროდრომზე 151 სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე დახვდა. მან ქართველ სამხედროებს საქართველოში დაბრუნება მიულოცა და ISAF-ის მისიის წარმატებით განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა.

ქართველი სამშვიდობოები კოალიციურ ძალებთან ერთად, სრული სპექტრის ოპერაციებს ახორციელებდნენ. სამთო-სადაზვერვო ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები საქართველოში უდანაკარგოდ დაბრუნდნენ. ბატალიონის სრული შემადგენლობა სამშობლოში ეტაპობრივად რამდენიმე კვირაში ჩამოვა.

"ინტერპრესნიუსი"

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე