დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მა ავღანეთში სამხედრო ოპერაცია ოფიციალურად დაასრულეს

დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მა ავღანეთში სამხედრო ოპერაცია ოფიციალურად დაასრულეს

დიდმა ბრიტანეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ავღანეთის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაცია ოფიციალურად დაასრულეს. ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ინგლისის სამხედრო ბაზა Camp Bastion, რომელიც ავღანეთის პროვინცია ჰელმანდში მდებარეობდა, უსაფრთხოების ეროვნულ ძალებს გადაეცა.

ბრიტანეთის თავდაცვის უწყებაში ასევე განაცხადეს, რომ მისიის დასრულების ცერემონიაზე საერთაშორისო კონტინგენტის შტაბთან აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო დროშები ოფიციალურად დაეშვა.

უწყების ინფორმაციით, ბრიტანეთის შეიარაღებული ძალები საერთაშორისო კონტინგენტის ფარგლებში ავღანეთში 2001 წლიდან არის. ამ პერიოდის განმავლობაში სამხედრო ოპერაციის დროს 453 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე