ავღანეთში საქართველოდან კიდევ ერთი ასეული გაემგზავრა

ავღანეთში საქართველოდან კიდევ ერთი ასეული გაემგზავრა

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოდან კიდევ ერთი ნაკრები ასეული გაემგზავრა. ასეულის გაცილების ცერემონიალი ვაზიანის მე-4 მექანიზირებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. საზეიმო ღონისძიება თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სასულე ორკესტრმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულებით დაიწყო.

მე-4 მექანიზირებული ბრიგადის ნაკრები ასეულის პირადმა შემადგენლობამ და მოწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას.

ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართეს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.

ქართული ასეულის ავღანეთში გაცილების ცერემონიალს დაესწრნენ თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელი პირები, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ბერნარდ ჰოპი, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის სამხედრო წარმომადგენელი პოლკოვნიკი მაქსიმიალიან ედერი და ნატო-ს წევრი ქვეყნების სამხედრო ატაშეები.

მეოთხე მექანიზირებული ბრიგადის ნაკრები ასეული საერთაშორისო მისიას ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში მაზარ-ი-შარიფში, გერმანული კონტინგენტის დაქვემდებარებაში შეასრულებს.

ქართულმა სამხედროებმა მომზადება ნოემბერში დაასრულეს. მათ საქართველოში 13-კვირიანი წვრთნა, ხოლო გერმანიაში 5-თვიანი სწავლება რამდენიმე ეტაპად გაიარეს. გერმანელი ინსტრუქტორების მიერ სამხედროების მომზადების დონე და საბრძოლო მზადყოფნა კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად დადებითად შეფასდა.

"ინტერპრესნიუსი"

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე