საბრძოლო შენიღბვის ხელოვნება - რას გამოხატავს მეომრების სახის მოხატულობა

საბრძოლო შენიღბვის ხელოვნება - რას გამოხატავს მეომრების სახის მოხატულობა

ენის, როგორც კომუნიკაციის საშუალების განვითარებასთან ერთად, ვითარდებოდა ურთიერთობის არავერბალური მეთოდებიც. სანამ ადამიანი გამართულ ლაპარაკს ისწავლიდა, საუბრისთვის ის ხელებს და სახის მიმიკას იყენებდა. ომში წასვლის წინ ჩვენი შორეული წინაპრები სახეზე სხვადასხვა ორნამენტებს იხატავდნენ. ამით ისინი საკუთარ სიმამაცეს და გამბედაობას გამოხატავდნენ.

საბრძოლო გაფერადებას ჯერ კიდევ ძველი კელტები იყენებდნენ. ამ მიზნისთვის ისინი ლურჯ ინდიგოს მოიხმარდნენ. მიღებულ სითხეს კელტები შიშველ სხეულზე ან მის ტანსაცმლით დაუფარავ ნაწილებზე ისვამნენ.

ახალზელანდიელი მაორის ტომის წარმომადგენლები სახის კანს პერმანენტული სიმეტრიული მოხატულობით ფარავდნენ, რომელსაც "ტა-მოკოს" ეძახდნენ. მაორის კულტურაში ასეთ ტატუს დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. "ტა-მოკო" ადამიანის სოციალურ სტატუსს განსაზღვრავდა. ის ამავდროულად პირველი "პერმანენტული კამუფლაჟის" როლსაც ასრულებდა. 1642 წელს აბელ ტასმანმა პირველმა მიაღწია ახალი ზელანდიის ნაპირებს და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. დღემდე შემორჩენილ მის დღიურებში ტატუირებულ სახიან ადამიანებზე არაფერია ნახსენები. 1769 წელს კუნძულებზე მეორე ექსპედიცია გაემგზავრა. ამჯერად ნატურალისტმა ჯოზეფ ბენკსმა ადგილობრივი აბორიგენების სახეებზე უჩვეულო ტატუების არსებობის შესახებ ჩანაწერები გააკეთა.

ინდიელებს სჯეროდათ, რომ მოხატულობა ბრძოლაში მათ მაგიურ ძალას ანიჭებდა. სხვადასხვა ფერთა გამა კი მათ უფრო მრისხანე და საშიშ პიროვნებებად აქცევდა. თანამედროვე ჯარისკაცების მსგავსად, რომლებიც სამხედრო სამსახურში მიღწევებისთვის ჯილდოვდებიან, მაორის ინდიელებს სახის მოხატვის უფლება მხოლოდ ბრძოლაში წარჩინების შემთხვევაში ჰქონდათ. ამიტომაც ყოველ სიმბოლოს საკუთარი მნიშვნელობა ჰქონდა. მაგალითად, ხელის გული ხელჩართული ბრძოლის ოსტატობას ნიშნავდა.

მნიშვნელოვანი იყო სომბოლოს ფერებიც. წითელი საღებავით შესრულებული მოხატულობა სისხლს, ენერგიას, ძალას და ბრძოლაში წარმატებას ნიშნავდა. შავი ფერი ომისთვის მზადების სიმბოლო ოყო. ამავე ფერით ნიშნავდნენ იმ მეომრებს, რომლებიც შინ გამარჯვების შემდეგ ბრუნდებოდნენ. ასევე იქცეოდნენ ძველი რომაელები. გამარჯვების შემდეგ რომში დაბრუნებისას, ცხენებზე ამხედრებული მეომრები სახეებს ღია-ალისფრად იღებავდნენ. ამით ისინი ომის ღმერთს - მარს ბაძავდნენ.

საბრძოლო მოხატულობის თანამედროვე ინტერპრეტაცია მხოლოდ პრაქტიკულ ხასიათს ატარებს. სამხედროები სახეზე მუქი ფერის საღებავს შენიღბვისთვის ისვამენ. კანის დაუცველი (ტანსაცმლით დაუფარავი) უბნები შუქს ირეკლავს და ყურადღებას იქცევს. სამხედრო მოხატულობის დახატვას საკუთარი წესები აქვს. სახის პრილა ნაწილებს (შუბლი, ცხვირი, ყურები, ნიკაპი და ღაწვები) მუქი ფერებით ფარავენ. სახის დაჩრდილულ უბნებზე კი - თვალების გარშემო, ცხვირის და ნიკაპის ქვეშ - ღია-მწვანე ფერებს ისმევენ. სახის გარდა საღებავით იფარება ტანის დაუცველი ნაწილებიც - კისერი და მტევნები.

ყველაზე ხშირად სახის შენიღბვისთვის სამი ფერის საღებავს მოიხმარენ: თიხის ფერი, ღია მწვანე, რომელსაც შეიარაღებული ძალების ყველა სახეობის ჯარისკაცები საშუალოდ დაფარული მწვანე მცენარეულობის ადგილებში იყენებენ და ღია რუხი ფერი. მას დათოვლილ ადგილებში მოქმედებისას მოიხმარენ.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე