რუსეთში ჩამოვარდნილმა თვითმფრინავმა საქართველოს წინააღმდეგ მებრძოლი პილოტები შეიწირა

რუსეთში ჩამოვარდნილმა თვითმფრინავმა საქართველოს წინააღმდეგ მებრძოლი პილოტები შეიწირა

2014 წლის 11 თებერვალს, რუსეთში საწვრთნელი ფრენის შესრულებისას თვითმფრინავი Су-24МР ჩამოვარდა. მსგავსი ინციდენტები ხშირია. თუმცა ჩვენი ყურადღება სულ სხვა გარემოებამ მიიქცია. ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ეკიპაჟის დაღუპული ორივე წევრი - იგორ კუკარცევი და ანატოლი ვოლოსკოვი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილენი არიან.

აგვისტოს ომში მათი ამოცანა ქართული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებების პოზიციების აღმოჩენა იყო. დაღუპული იგორ კუკარცევი თავის დროზე სამხედრო სამსახურს საქართველოში გადიოდა. 1991-93 წლებში ის კახეთში, დიდი შირაქის სამხედრო აეროდრომზე ბაზირებდა 168-ე გვარდიულ საავიაციო პოლკში საფრონტო ბობმდამშენებზე დაფრინავდა.

2008 წლის ომის დროს, ქართველმა მეზენიტეებმა ორი Су-24 ჩამოაგდეს. პირველი - 9 აგვისტოს ცხინვალის მახლობლად, სოფელ ძევერაში ჩამოვარდა. სამი თვითმფრინავისგან შემდგარი საავიაციო შენაერთის დავალებაში შინდისის მახლობლად ქართული პოზიციების დაბომბვა შედიოდა. რაკეტის მოხვედრის შემდეგ, პილოტებმა კატაპულტით ისარგებლეს. მიწაზე დაშვებული იგორ ზინოვი ქართველმა არტილერისტებმა ტყვედ აიყვანეს. მეორე პილოტი - იგორ რჟავტინი გარდაიცვალა. მისი იდენტიფიცირება მუზარადზე ამოტვიფრული გვარით მოხდა.

მეორე Су-24 10 აგვისტოს ჩამოვაგდეთ. ის ჯავას მახლობლად მთებში ჩავარდა. პილოტები ოლეგ სტოროჟუკი და ვლადიმერ ბოგოდუხოვი პარაშუტებით დაეშვნენ მიწაზე. შემდგომ რუსებმა მათი ევაკუაცია შვეულმფრენებით მოახდინეს.

ორივე პილოტი ჯერ ავღანეთში, შემდგომ კი ჩეჩნეთის პირველ და მეორე ომებში ასრულებდნენ საბრძოლო დავალებებს. ოლეგ სოტოჟუკმა თავისი სამხედრო კარიერა საქართველოში დაიწყო. მამამისი დიდი შირაქის აეროდრომზე მსახურობდა. თბილისში სკოლის დასრულების შემდეგ ოლეგმა სამხედრო პილოტების სასწავლებელი დაამთავრა და განაწილებით კვლავ საქართველოში - კოპიტნარის ავიაბაზაზე დაბრუნდა. შემდგომ ის დიდ შირაქში გადაიყვანეს.

2008 წლის 14 ოქტომბერს, საქართველოს წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისთვის რუსეთის პრეზიდენტმა ბოგოდუხოვი და სტოროჟუკი რუსეთის გმირის წოდებებით დააჯილდოვა.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე