ზრდილობიანი მწვანე კაცუნები: რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილე ელიტური ქვედანაყოფის უკრაინული ვოიაჟი

ზრდილობიანი მწვანე კაცუნები: რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილე ელიტური ქვედანაყოფის უკრაინული ვოიაჟი

ნებისმიერი სახელმწიფოსთვის ეკონომიური, პოლიტიკური თუ სამხედრო წარმატების აფიშირება საერთაშორისო ასპარეზზე პრესტიჟის ამაღლებასთან არის დაკავშირებული. თუმცა ძნელია პრესტიჟის ამაღლებასთან გააიგივო საკითხი, როდესაც ქვეყანა სხვა სუვერენული სახელმწიფოს ოკუპაციით ამაყობს და ამ ოკუპაციაში მონაწილე სამხედრო ფორმირებებს ადიდებს. 

ერთ-ერთ რუსულ საინფორმაციო პორტალზე გამოქვეყნებულ სტატიაში "ზრდილობიანი მწვანე კაცუნების" საგმირო საქმეებზეა მოთხრობილი.

"რუსეთის შემადგენლობაში ყირიმი არ დაბრუნდებოდა, რომ არა რუსეთის თავდაცვის უწყების ბრწყინვალედ დაგეგმილი ოპერაცია. ასეთი მასშტაბური ოპერაციის განხორციელება, რომელიც პირველ რიგში, დისლოკაციის ადგილებში უკრაინის შეიარაღებული ძალების სრულ ბლოკირებას ითვალისწინებდა, შეუძლებელი იქნებოდა სპეციალური საოპერაციო ძალების - ზრდილობიანი მწვანე კაცუნების მონაწილეობის გარეშე", - წერს პორტალი.

სტატიაში მოყვანილი ცნობების თანახმად, პირველად სპეციალური ოპერაციების ძალებზე რუსული პრესა 2008 წელს ალაპარაკდა. რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილე ელიტური ქვედანაყოფი ქართული ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების გაუვნებელყოფით იყო დაკავებული. ამ "დიდ სამხედრო წარმატებას" ერთხანს სულიმ იამადაევის მებრძოლებს მიაწერდნენ. თუმცა რუსული ცნობებით, 2009 წელს სპეციალური ოპერაციების ძალების ჩამოყალიბების პროცესი სწორედ 2008 წლის აგვისტოში მიღწეულმა წარმატებებმა განაპირობა.

ინფორმაცია სპეციალური ოპერაციების ძალებზე ძალზე მწირია. დანაყოფი ინტენსიურ მომზადებას რუსეთის სხვადასხვა რეგიონში და სხვადასხვა კლიმატურ-რელიეფურ პირობებში გადის. მის განკარგულებაშია ყველაზე თანამედროვე რუსული, ასევე უცხოური (მაგალითად ფინური და ავსტრიული სნაიპერული შაშხანები) შეიარაღება და ეკიპირება.

საკმაოდ საინტერესოდ აღწერენ რუსები ყირიმის ოკუპაციისას ბელბეკის სამხედრო აეროდრომის დაკავებას - "განსაკუთრებული მნიშვნელობა ბელბეკის ავიაბაზის, ყირიმში რიგით 2-ე სტრატეგიული წერტილის დაკავებას ეთმობოდა. ბაზის ტერიტორიის სრულ დაკავებას 8 საათი დასჭირდა. სამხედრო ხელმძღვანელობასთან მშვიდობიანი მოლაპარაკებების ჩაშლის გამო, სამხედროებმა შტურმისთვის მზადება დაიწყეს. შტურმისას სპეციალური ოპერაციების ძალების შვეულმფრენი, რომელიც აეროდრომის თავზე ამოსაცნობი ნიშნების გარეშე დაფრინავდა, ყველა სახის რადიო და ფიჭურ კავშირს ახშობდა".

უკრაინაში მიღწეულ წარმატებას რუსები დადებითად აფასებენ. განსაკუთრებით ხაზს უსვამენ იმ გარემოებას, რომ ბელბეკის ავიაბაზის შტურმისას არ დაშავებულა და არ დაღუპულა არცერთი რუსი სამხედრო.

ძნელია უწოდო წარმატებული იმ სამხედრო ოპერაციას, რომლის დროსაც წინააღმდეგობის არანაირი გაწევა არ ხდება. ბელბეკის ავიაბაზის პირად შემადგენლობას მიღებული ბრძანების თანახმად, ძალა არ გამოუყენებია და რუსული ჯარისკაცებისთვის არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია.

ნუკრი მგელაძე

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე