სლოვაკეთი, რუსეთზე დამოკიდებულების შემცირების მიზნით, საბჭოურ შვეულმფრენებს ამერიკულით ჩაანაცვლებს

სლოვაკეთი, რუსეთზე დამოკიდებულების შემცირების მიზნით, საბჭოურ შვეულმფრენებს ამერიკულით ჩაანაცვლებს

სამხედრო ავიაციის დასაკომპლექტებლად და საბჭოური წარმოების Ми-17-ის ტიპის მოძველებული შვეულმფრენების ჩანაცვლებისთვის, სლოვაკეთის მთავრობა ამერიკული წარმოების UH-60 Black Hawk შვეულმფრენებს შეიძენს.

სლოვაკეთის თავდაცვის უწყების წარმომადგენლის, მარტინ კამბალიკის განმარტებით, რუსეთზე დამოკიდებულების შემცირების გადაწყვეტილება ქვეყანამ უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ მიიღო. „შექმნილ ვითარებაში ეს ნაბიჯი დროული და ჩვენი აზრით აუცილებელია“, - განაცხადა კამბალიკმა.

უკრაინაში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტმა, რეგიონში ბევრ ქვეყანას თავდაცვითი ხარჯების გაზრდისკენ და დასავლეთის მწარმოებლებთან კონტაქტების გაღრმავებისკენ უბიძგა. ამჟამად სლოვაკეთი თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 1 პროცენტს ხარჯავს. 2020 წლისთვის ამ პარამეტრის გაზრდა 1,6 პროცენტამდე იგეგმება.

არმიის რეფორმირების და რუსულ მარაგნაწილებზე დამოკიდებულების შემცირების პილიტიკის ფარგლებში 2016-17 წლებში შეცვლას 10 ერთეული Ми-17 ექვემდებარება. ეს საფრენი აპარატები 1988 წელს ჩეხოსლოვაკიამ მიიღო და სამხედრო ქონების გაყოფის შემდეგ სლოვაკეთს გადაეცა. ამერიკული შვეულმფრენების შესყიდვა სლოვაკეთს 261 მლნ ევრო დაუჯდება.

სათადარიგო ნაწილების დეფიციტის და შვეულმფრენების რუსეთში გარემონტების შეუძლებლობის გამო, უახლოეს მომავალში Ми-17-ებს ჩამოწერენ.

2014 წლის დეკემბერს მოძველებული საბჭოური Ан-26-ის შეცვლისთვის, სლოვაკეთმა იტალიაში ორი სატრანსპორტო თვითმფრინავი C-27J Spartan შეიძინა. ამჟამად აქტიურად განიხილება შეიარაღებიდან 1995 წელს შეძენილი ექვსი МиГ-29-ის მოხსნის და მათი 8-12 ერთეული შვედური JAS 39 Gripen-ებით ჩანაცვლების შესაძლებლობა.

ნუკრი მგელაძე

AMBEBI.GE-ს სამხედრო მიმომხილველი

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე