Amnesty International - უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში ჩართული ორივე მხარე ტყვეებს აწამებს

Amnesty International - უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში ჩართული ორივე მხარე ტყვეებს აწამებს

საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ი აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში ჩართულ ორივე მხარეს დაკავებულების წინააღმდეგ ჩადენილ ომის დანაშაულებებში, წამებასა და მკვლელობაში ადანაშაულებს.

"ბიბისის" ცნობით, საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, ორივე მხარე ტყვეებს სერიოზულ ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს, მათ აწამებენ ელექტროშოკებით, სცემენ, ცივი იარაღით ჭრილობებს აყენებენ, გამუდმებით აშინებენ და მათთვის სამედიცინო დახმარებას არ უზრუნველყოფენ.

Amnesty International-მა ანგარიში ყოფილ ტყვეებზე დაყრდნობით მოამზადა, კერძოდ, მათ 17 სამხედრო დაკითხეს, რომლებიც პრორუს მებრძოლებს ჩაუვარდათ ტყვედ და 16 მებრძოლი, რომლებიც უკრაინის არმიის და ქვეყნის სხვა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა დააკავეს.

საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ორივე მხარე აკავებს მშვიდობიან მოქალაქეებსაც მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი საპირისპირო მხარის მიმართ სიმპათიებს გამოხატავენ.

აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუს მებრძოლებსა და უკრაინის არმიას შორის საბრძოლო მოქმედებები უკვე ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე