თავდაცვის მინისტრმა ფრანგულ მხარესთან მეორე ხელშეკრულება გააფორმა

თავდაცვის მინისტრმა ფრანგულ მხარესთან მეორე ხელშეკრულება გააფორმა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ფრანგულ მხარესთან მეორე ხელშეკრულება გააფორმა. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ხელშეკრულება ძალაში დღეიდან შევიდა და მისი განხორციელება 1-ელი იანვრიდან დაიწყება.

როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ფრანგულ მხარესთან მსგავსი სახის ხელშკერულებების გაფორმება პოლიტიკური ნების გარეშე ვერ მოხდებოდა. "მეორე ეტაპი უკვე დავასრულეთ. დღეს ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას. ფრანგებმა საოცარი ხარისხის პარტნიორობა, მოწადინება, ნდობა გვაჩვენეს. ასეთი გადაწყვეტილებები, ბუნებრივია, პოლიტიკური ნების გარეშე არ მიიღება, რადგან, საქართველოსთან დაკავშირებით არ იყო ისეთი ცალსახა პოზიცია. ამ ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ უკვე შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ არანაირ ემბარგოზე საქართველოსთან მიმართებაში აღარ შეიძლება იყოს საუბარი. ჩვენ მივაღწიეთ რამდენიმე მიზანს, მათ შორის, თემის დივერსიფიკაცია მოვახდინეთ და ფუნდამენტური საძირკველი მივიღეთ იმისთვის, რომ ნებისმიერ ჩვენს პარტნიორ ქვეყანას ნებისმიერი სხვა ტიპის ამოცანების გადაწყვეტისთვის ველაპარაკოთ. კმაყოფილი ვარ ამ ორი ხელშეკრულების როგორც შინაარსით, ასევე პოლიტიკური მნიშვნელობით", - განაცხადა მინისტრმა.

თინათინ ხიდაშელმა საფრანგეთის ხელისუფლებასა და ფრანგულ კომპანიებს პარტნიორობის მაღალი ნდობისათვის მადლობა გადაუხადა: "დიდი მადლობა ფრანგულ მხარეს, ფრანგულ სახელმწიფოსა და ამ კონკრეტულ კომპანიებს იმისათვის, რომ მთელი ეს პროცესი პარტნიორობის მაღალი ნდობის და საქართველოსთვის წარმატებაში დაინტერესების სულისკვეთებით წარიმართა. ეს ამ ხელშეკრულების ყველა გვერდსა და დებულებაში ჩანს".

საქართველოში დაბრუნების შემდეგ, თავდაცვის მინისტრი ხელშეკრულების დეტალების საკითხებსა და მის გასაჯაროებასთან დაკავშირებით, მთავარსარდალთან და პარლამენტში, ნდობის ჯგუფის ფორმატში გეგმავს შეხვედრებს.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე