თინა ხიდაშელს "სუპერ პუმას" ვერტმფრენების "ქართუს" კუთვნილი კომპანიისთვის გადაცემაზე ინფორმაცია არ აქვს

თინა ხიდაშელს "სუპერ პუმას" ვერტმფრენების "ქართუს" კუთვნილი კომპანიისთვის გადაცემაზე ინფორმაცია არ აქვს

თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, "სუპერ პუმას" ვერტმფრენების "ქართუს" კუთვნილი კომპანიის "ეარსერვისისთვის" გადაცემის თაობაზე ინფორმაცია არ აქვს.

"ამის შესახებ არ მაქვს ინფორმაცია. ვიცი, რომ ორი თვითმფრინავი იყო ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე, დღეს კი არის შს სამინისტროს ბალანსზე. რაც შეეხება ვერტმფრენს, ის თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე ირიცხება", - განუცხადა ჟურნალისტებს თინა ხიდაშელმა.

რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" წევრების მხრიდან გამოთქმულ კრიტიკას, რომ ფრანგული ვერტმფრენები მთავრობამ 13 ივნისის სტიქიის ღამეს სამაშველო მიზნით არ გამოიყენა, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის მტკიცებით, ვერტფმრენები შესაბამისი მიზნით აბსოლუტურად გამოუსადეგარი იყო.

"ეს ვერტმფერნები აბსოლუტურად გამოუსადეგარია ყველაფრისთვის, გარდა კომფორტული მგზავრობისთვის, მას არ აქვს აბსოლუტურად არაფერი, რაც სჭირდება სამაშველო ოპერაციას. ამ თემაზე ლაპარაკი, გასაგებია, რომ არ დამთავრდება დიდხანს, რადგან მეორე მხარეს სრულიად უპასუხიმგებლო ადამიანები არიან, რომლებიც "გაღმა შეედავეს" პრინციპით გესაუბრებიან, მაგრამ მთავარი კითხვა ამ საკითხში სხვა რამეშია – როდესაც ქვეყანას არ ჰყავდა არც ერთი სამაშველო ვერტმფრენი, რატომ დახარჯა წინა ხელისუფლებამ ამდენი ფული ამ ვერტმფრენებზე – ჩვენ ვსაუბრობთ რამდენიმე ათეულ მილიონსა და სააკაშვილის კომფორტზე", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

თინა ხიდაშელი მედიას ურჩევს, თავად დაათვალიეროს ფრანგული ვერტმფრენები და მის შესაძლებობებზე შეკითხვები დაასრულოს.

"ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოხსენით ან წადით დანახეთ. გარწმუნებთ, ამის პრობლემას არავინ შეგიქმნით. წადით, ნახეთ, გადაიღეთ და დაამთავრეთ, რადგან რამდენჯერაც "ნაციონალური მოძრაობიდან" ვინმე რამეს იტყვის, იმდენი უნდა დავდგეთ და კომენტარები ვაკეთოთ, რომ აქლემები არ ვართ? სისულელე და აბსოლიტური იდიოტიზმია ამ თემაზე ლაპარაკის გაგრძელება, ეს არის ლუქსის კატეგორიის ვერტმფრენები, რომელთაც ჰქონდა ერთადერთი დანიშნულება – ამ არანორმალური ფსიქიკის ადამიანს მიეღო მუდმივი სიამოვნება, მათ შორის - ჰაერში. ასე რომ, 13 ივნისის ღამეს ჩვენ შეგვეძლო ამ ვერტმფრენების ფრენა, მაგრამ მხოლოდ ვიფრენდით და სხვას ვერაფერს გავაკეთებდით", - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე