თინა ხიდაშელი ზოგიერთ ბაზაზე არსებულ ვითარებაზე - როგორც კი კარგად მოვუშვებთ წყალს, ახალგარემონტებულ შენობებში კედლები სკდება

თინა ხიდაშელი ზოგიერთ ბაზაზე არსებულ ვითარებაზე - როგორც კი კარგად მოვუშვებთ წყალს, ახალგარემონტებულ შენობებში კედლები სკდება

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი მედიის წარმომადგენლებთან ერთად სამხედრო ბაზების დათვალიერებას განაგრძობს.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი დღეს ხონში იმყოფებოდა, სადაც მეორე საარტილერიო ბრიგადა მოინახულა, ბრიგადის პირად შემადგენლობას გაეცნო, ამის შემდეგ კი ტექნიკა დაათვალიერა.

გარდა ამისა, თინა ხიდაშელი გაეცნო ყაზარმასა და საკლასო ოთახებში არსებულ ვითარებას.

დღესვე თავდაცვის მინისტრი სიმულაციის ცენტრს სტუმრობდა, სადაც იმ სამხედრო მოსამსახურეებს გაესაუბრა, რომლებმაც მაკეტი შექმნეს.

თავდაცვის მინისტრმა ხონში მდებარე ნატო-ს სტანდარტების სასადილოც დაათვალიერა და შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის" მიერ გამართულ ღია კარის დღეს დაესწრო.

"სასადილოების არ იყოს, პრობლემები იდენტურია ყველა სეგმენტში - ახლად გარემონტებულ შენობებში კედლები სკდება, როგორც კი კარგად მოვუშვებთ წყალს, წყალი კედლებიდან გამოდის ონკანების ნაცვლად, რაც სამუშაოების უხარისხოდ შესრულებაზე მიუთითებს. ამასთან დაკავშირებით გუშინაც ვილაპარაკე, მაგრამ არ დავიღლები და იქმადე გავაკეთებ განცხადებებს, ვიდრე კომპანიები არ გაიგებენ, რომ უმაღლესი ხარისხის პასუხიმგებლობა იქნება მათზე, თუკი ასეთი რამ კიდევ მოხდება, უკვე მომავალში ჩასატარებელ სამუშაოებთან მიმართებაში. იგივე პრობლემები აქვს არტილერიასაც. მის ერთ ნაწილს აქვს სათადარიგო ნაწილების პრობლემა, რაც ადვილად აღმოსაფხვრელია შესაბამისი ფინანსების არსებობისა და სწორი ბიუჯეტირების პირობებში. სწორედ ამიტომ ვარ ჟურნალისტებთან ერთად ამ დღეეების განმავლობაში სამხედრო ბაზებზე, რომ ჩემი თვალით ვნახო იქ არსებული ვითარება", - განუცხადა ჟურნალისტებს თინა ხიდაშელმა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი უკვე სამი დღეა, დასავლეთ საქართველოს სტუმრობს. მან ჟურნალისტებთან ერთად ბათუმის, სენაკისა და ხონის სამხედრო ბაზები უკვე დაათვალიერა. კვირის ბოლომდე თინა ხიდაშელი დასავლეთ საქართველოში მდებარე დანარჩენი სამხედრო ბაზების მონახულებასაც გეგმავს.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე