შეუძლია თუ არა რუსეთს საქართველოს და სომხეთის საჰაერო სივრცის გამოყენება სირიაში ფრენების განსახორციელებლად

შეუძლია თუ არა რუსეთს საქართველოს და სომხეთის საჰაერო სივრცის გამოყენება სირიაში ფრენების განსახორციელებლად

"შეუძლია თუ არა რუსეთს საქართველოს და სომხეთის საჰაერო სივრცის გამოყენება სირიაში ფრენების განსახორციელებლად", - სტატიას ამ სათაურით EurasiaNet.org-ი აქვეყნებს.

"იმის ფონზე, რომ ვაშინგტონი სულ უფრო მეტ შეშფოთებას გამოთქვამს სირიაში რუსი სამხედროების ყოფნით, იბადება კითხვა: რას მოიმოქმედებს რუსეთი, თუკი არსებული საჰაერო მარშრუტები დაიხურება? როგორც ჩანს, რუსეთ-ირანს შორის საჰაერო დერეფნის ერთ-ერთი ვარიანტი საქართველო და სომხეთია", - წერს გამოცემა.

EurasiaNet.org-თან საუბარში სომხეთის სამოქალაქო ავიაციის სამმართველოს პრესმდივანი, რუბენ გრძელიანი აცხადებს, რომ რუსეთს სომხეთის საჰაერო სივრცის გამოყენება თავისუფლად შეუძლია, თუმცა, აქვე დასძენს, რომ რუსულ თვითმფრინავებს სომხეთის საჰაერო სივრცე სირიაში სატრანზიტო ფრენებისთვის ჯერჯერობით არ გამოუყენებია.

ამასთანავე, 8 სექტემბერს რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზად არის, მოკავშირე ქვეყნებში საავიაციო ბაზები გახსნას.

რაც შეეხება თბილისის პოზიციას, როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტროში EurasiaNet.org-თან საუბარში განაცხადეს, აღნიშნული საკითხი "მათ კომპეტენციაში არ შედის", რაც სტატიის ავტორების მოსაზრებით, "ცოტა არ იყოს უცნაურია ქვეყნისთვის, რომელიც რუსეთს მთავარ საფრთხედ დღემდე მიიჩნევს".

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე