ხიდაშელი - ცენტრალურ აფრიკაში ქართველი სამხედროების დანაშაულებრივ ქმედებებში მონაწილეობა არ დასტურდება

ხიდაშელი - ცენტრალურ აფრიკაში ქართველი სამხედროების დანაშაულებრივ ქმედებებში მონაწილეობა არ დასტურდება

თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, ცენტრალურ აფრიკაში მომსახურე ქართველი სამხედროების დანაშაულებრივ ქმედებებში მონაწილეობა არ დასტურდება. როგირც თინა ხიდაშელმა განაცხადა, ეს დასტურდება როგორც საქართველოში, ისე ცენტრალურ აფრიკაში ჩატარებული გამოძიებით.

"ჩვენი მოთხოვნაა ერთადერთი - ზუსტად იმავე ტრიბუნიდან, იმავე ფორმით უნდა მოხდეს ახალი განცხადების გაკეთება, როგორც მოხდა ქართველი ჯარისკაცებისთვის ბრალის დადება. ვითხოვთ ბოდიშს და იმის თქმას, რომ გაკეთებული განცხადება არ შეესაბამება სინამდვილეს'', - განაცხადა ხიდაშელმა.

მიმდინარე წლის მარტში გაერო-მ განაცხადა, რომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გაერო-ს მშვიდობისმყოფელთა მხრიდან სექსუალური ძალადობის ახალი ფაქტები გამოვლინდა, რაზეც ახალი გამოძიება დაიწყო.

გამოძიების დაწყების გადაწყვეტილება საერთაშორისო ორგანიზაციამ მას შემდეგ მიიღო, რაც შიდსთან მებრძოლმა ამერიკულმა ორგანიზაციამ "Code Blue Camnpaig"-მა გაავრცელა ახალი ინფორმაცია, რომლის თანახმად გაერო-ს მშვიდობისმყოფელებმა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში დისლოცირებულმა სხვა ქვეყნების კონტინგენტების წარმომადგენლებმა 98 გოგონა გააუპატიურეს, რამდენიმე მათგანს კი ზოოფილიის აქტის ჩადენა აიძულეს, რისთვისაც დაახლოებით 9 აშშ დოლარი გადაუხადეს.

"Code Blue Campaign"-ში აცხადებენ, რომ აღნიშნული ინფორმაცია ეხება ფაქტებს, რომელიც 2013 წლიდან და ასევე, მიმდინარე კვირას ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში დაფიქსირდა.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე