ავღანეთში თალიბებსა და მათთან დაპირისპირებული ისლამისტური პარტიის (ხესბ ი-ისლამი) წევრებს შორის შეტაკების შედეგად 60 ადამიანი დაიღუპა.შეტაკება ბაგლანის პროვინციაში მოხდა. როგორც ავღანეთის პოლიციის წარმომადგენლები აცხადებენ, სროლის დროს რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქეც გარდაიცვალა.
ქაბულში ”BBC”-ის კორესპონდენტის, კრის მორისის თქმით, დაჯგუფებებს შორის ბრძოლა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე რამდენიმე დასახლებულ პუნქტზე კონტროლის მოსაპოვენლად და იქ აკრეფილი გადასახადებისთვის მიმდინარეობს. ავღანეთის ხელისუფლება ფაქტობრივად ვერ აკონტროლებს ბაგლანის პროვინციას.
ავღანეთის ისლამისტური პარტია, რომელიც ”მუსლიმან ძმათა” ავღანურ ვერსიას წარმოადგენს, ქვეყნის შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის სიდიდით მეორეა.
ადრე ბოევიკები თალიბებთან ერთად იბრძოდნენ სახელისუფლებო შეიარაღებული ძალებისა და ნატო-ს საერთაშორისო კონტინგენტის წინააღმდეგ.
რეგიონული პოლიციის გენერალ ახბარის თქმით, დაჯგუფებათა შეტაკების შედეგად ”ხესბ ი-ისლამის” 40 ბოევიკი და 20 თალიბი დაიღუპა. ხოლო ისლამისტური პარტიის 50 წევრი ტყვედ აიყვანეს.
მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.




















