ვინ იყო საველე მეთაური "მოტოროლა" და განახლდება თუ არა უკრაინაში ომი მისი მკვლელობის გამო

ვინ იყო საველე მეთაური "მოტოროლა" და განახლდება თუ არა უკრაინაში ომი მისი მკვლელობის გამო

უკრაინაში სეპარატისტთა ცნობილი საველე მეთაური, მეტსახელად "მოტოროლა" მოკლეს. ეს ინფორმაცია თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მეთაურმა ალექსანდრე ზახარჩენკომ უკვე დაადასტურა.

არსენი პავლოვი, იგივე "მოტოროლა" თვითნაკეთი ბომბის აფეთქების შედეგად 16 ოქტომბერს მისი საცხოვრებელი სახლის ლიფტში ააფეთქეს (იხილეთ ვიდეო შემთხვევის ადგილიდან). ცნობილი საველე მეთაურის მკვლელობას დონეცკში უკრაინის დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფის ნამოქმედარი უწოდეს. კიევმა ეს ბრალდება უარყო და მის დაღუპვის სავარაუდო ვერსიად, ერთმანეთზე მტრულად გადაკიდებული სეპარატისტების ნამოქმედარი უწოდა. არსენი პავლოვი, იგივე, "მოტოროლა", რუსეთის არმიაში მსახურობდა და ჩეჩნეთის მეორე ომში იბრძოდა.

2014 წელს ის აღმოსავლეთ უკრაინაში ჩავიდა, სადაც საველე ქვედანაყოფ "სპარტას" ხელმძღვანელობდა, რომელიც უკრაინის არმიას სლავიანსკისთან, ილოვაისკსთან და დებალცევოს რაიონში ებრძოდა. "მოტოროლა" ცნობილი იყო თავისი სისასტიკით. მეომრების ინფორმაციით, იგი პირადად მონაწილეობდა დაჭრილი ჯარისკაცების წამებასა და დახვრეტაში.

უკრაინაში უკვე ვარაუდობენ, რომ "მოტოროლას" სიკვდილი, შესაძლოა, ახალი ომის დასაწყისად იქცეს. დონეცკში ცნობილი საველე მეთაური მოკლეს, რაც, შესაძლოა, უკრაინაში ბრძოლების განახლების მიზეზი საბაბად იქცეს. შეიძლება ითქვას, რომ გასულ კვირას დონეცკის მიმართულებით სიტუაცია უკვე გამწვავებულია. ბოლო დღეებში სოფელ პოპასნაიაში მდებარე საავადმყოფო დაცხრილეს. ადგილობრივები შიშობენ, რომ რუსი სეპარატისტი ლიდერის "მკვლელობის" შემდეგ, საბრძოლო მოქმედებებმა ახალი ძალიან იფეთქოს.

მათივე თქმით, ეს კაცი, რუსეთ-უკრაინის ომამდე ავტომობილების მრეცხავად მუშაობდა. მისგან გმირი რუსული ტელეარხების ჟურნალისტებმა შექმნეს, რადგან "სიუჟეტებში მას ტყვიამფრქვევით ხელში, ტერმინატორივით წელზევით შიშველს იღებდნენ... მასაც გაუტკბა პოპულარობა და არც ერთი რუს ჟურნალისტს უარს არ ეუბნებოდა..."

თანამებრძოლების თქმით, "მოტოროლა", 2014 წლამდე არსენი პავლოვი რუსულ ქალაქ დონის როსტოვში ცხოვრობდა. წარსულში ნასამართლევი იყო, ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვისთვის. მოგვიანებით, მან ქალაქი, სადაც ცოლ-შვილი ჰყავდა, დატოვა და უკრაინაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს შეურთდა - პავლოვი აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქებში მომხრეებთან ერთად ჩადიოდა და ამბობდა, რომ უკრაინის ხელმძღვანელობით უკმაყოფილო უკრაინელი იყო...

დისტანციურად ამოქმედებული ბომბის შედეგად, ანდრეი პავლოვთან ერთად, რამდენიმე ადამიანი დაშავდა. სეპარატისტული მხარის ინფორმაციით, უკრაინულმა მხარემ "სიჩუმის" რეჟიმი დაარღვია. "როგორც ვხვდები, პიოტრ პოროშენკომ ომი გამოგვიცხადა. დაელოდეთ," - განაცხადეს მათ.

საქმე ის არის, რომ მხარეებს შორის არაერთგზის გამოცხადებული, ზავის მიუხედავად, უკრაინაში ბრძოლები მაინც მიმდინარეობდა. იქ მყოფი ქართველების თქმით, არის ადგილები, სადაც სროლები ერთი დღეც არ შეწყვეტილა... არ არსებობს ზუსტი სტატისტიკა, თუ რამდენი ქართველი მოხალისე და მებრძოლი დაიჭრა და დაიღუპა ამ ბრძოლებში, თუმცა, დაღუპულთა რაოდენობა 15-მდეა, მათ შორის ის ქართველებიც არიან, ვინც სეპარატისტების მხარეს იბრძოდა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, მოქალაქეების საზღვარგარეთ უკანონო ფორმირებაში მონაწილეობა, წვრთნა ან მოწოდება თავისუფლების აღკვეთით დაისჯება (ეს ეხება, როგორც სირიასა და ერაყს, ასევე უკრაინას), მაგრამ დაუზუსტებელი ინფორმაციით, უკრაინაში მაინც 100-ზე მეტი ქართველი იმყოფება.

რუსეთ-უკრაინის ომში ქართველების მონაწილეობასთან დაკავშირებით, ქართული საზოგადოების აზრი არაერთგვაროვანია, - ერთი ნაწილის თქმით, - ქართველებმა "სხვის ომში" არ უნდა იბრძოლონ, თუნდაც იმიტომ, რომ ქართულ გენოფონდს გაფრთხილება სჭირდება; სხვების თქმით, - უკრაინაში, ახლა საქართველოს ბედი წყდება და გარდა ამისა, 90-იანი წლების აფხაზეთის ომში უნა-უნსოს უკრაინელი მებრძოლები ბოლომდე გვედგნენ გვერდში.

რუსეთ-უკრაინის ომს სამხედრო სპეციალისტები უკვე უწოდებენ "დროში უსაშველოდ გაწელილ ომს". ამ აზრს იქ მყოფი სამხედროებიც იზიარებენ.

ლალი პაპასკირი

"არსენალი"

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე