"კრწანისის" ცენტრიდან გაქცეული ორი პირის ვინაობა ჯერ კიდევ დაუდგენელია

"კრწანისის" ცენტრიდან გაქცეული ორი პირის ვინაობა ჯერ კიდევ დაუდგენელია

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, "კრწანისის" სასწავლო ცენტრში მომხდარი შემთხვევის მონაწილე ორი პირის ვინაობა ჯერჯერობით დაუდგენელია და შესაბამისად, მომხდარი შემთხვევიდან 5 დღის შემდეგ უწყებას არ აქვს ინფორმაცია, დატოვეს თუ არა ამ პირებმა საქართველო.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, იმ მოტივით, რომ გიგა შენგელიას თანმხლები პირების ვინაობა დაუდგენელია, სამხედრო პოლიციას არც შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მიუმართავს იმის დასადგენად, გადაკვეთა თუ არა "კრწანისის" სასწავლო ცენტრიდან გაქცეულმა ორმა პირმა საქართველოს საზღვარი.

"არ ვიცით, ჯერჯერობით სად არიან და ვინ არიან ეს პირები, თუმცა ძალიან მალე იქნება ყველაფერი დადგენილი", - აცხადებენ სამინისტროს პრესსამსახურში.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 23 ოქტომბერს ცენტრ "კრწანისის" ტერიტორიაზე უცხო პირების შეჭრის მცდელობას ჰქონდა ადგილი. ისინი არ დაემორჩილნენ განწესში მყოფი გუშაგის სიტყვიერ გაფრთხილებას და თავს დაესხნენ მას, რის შემდეგაც გუშაგმა წესდებით გათვალისწინებული მოქმედებები განახორციელა და ცენტრის ტერიტორიაზე შეჭრის ფაქტი აღკვეთა. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცენტრის მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერებისას, ერთ-ერთი თავდამსხმელის ცხედარი აღმოაჩინეს. ის უკვე იდენტიფიცირებულია. გარდაცვლილი 1993 წელს დაბადებული, ზუგდიდელი გიგა შენგელიაა. ეძებენ კიდევ ორ პირს, რომლებმაც გაქცევა მოახერხეს.

საქმეს მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე