"არსენალის" ახალ ნომერში წაიკითხავთ

"არსენალის" ახალ ნომერში წაიკითხავთ

რატომ "ჩავარდნენ" რუსეთში ქართველი მზვერავები?

მაშინდელი საქართველოს საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელობის არაპროფესიონალიზმისა და დანაშაულის შესახებ. კერძოდ, როდესაც მზვერავს არალეგალურად, სათანადო დოკუმენტების გარეშე გზავნი მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე და აიძულებ, იქ შეიძინოს ყალბი საბუთები, რა დროსაც ჩავარდნის შანსი ერთი ასად იზრდება, ეს ან დაზვერვის ანბანის უცოდინარობაა, ანდა ღალატი.

ახალი ტანკები საბრძოლველად ემზადებიან

2017 წლის დადგომას ბევრი არაფერი აკლია და ჯავშანტექნიკაში, განსაკუთრებით, ტანკებში, სხვადასხვა ქვეყნის მიღწევებზე საუბარი, ასე თუ ისე, შესაძლებელია. რა სიახლეები ვიხილეთ 2016 წელს?

წლის ერთ-ერთ საინტერესო მოვლენად მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე 12 ახალი ტანკის N-14 Армата-ს გამოყვანა უნდა ჩაითვალოს, რითაც რუსეთმა დასავლეთს ე.წ. მე-3 თაობის ტანკების წარმოების დაწყება ამცნო და ერთგვარი სატანკო გამოწვევა გაუგზავნა.

ADEX 2016 - ექსკლუზიური რეპორტაჟი ბაქოს სამხედრო გამოფენიდან

27-30 სექტემბერს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში თავდაცვითი შეიარაღების რიგით მეორე საერთაშორისო გამოფენა ADEX-2016 გაიმართა. პირველი აზერბაიჯან-თურქეთის ერთობლივი ორგანიზებით ორი წლის წინ, 2014 წელს შედგა.

სხვა გამოფენებისგან განსხვავებით, ADEX-ს შედარებით მცირე მასშტაბი აქვს. თუმცა წლევანდელ გამოფენაზე მსოფლიოს 34 ქვეყანა 216 კომპანიით იყო წარმოდგენილი და ექსპოზიციისთვის, რომელიც მხოლოდ მეორედ ტარდება, ეს არცთუ ცოტას ნიშნავს.

სჭირდება თუ არა თავდაცვას წვევამდელები?!

ახალ თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას ნამდვილად არ უმართლებს, პოსტზე დანიშვნიდან რამდენიმე დღეში ტრაგედია მოხდა გონიოში, სპეციალური ოპერაციების ორი მყვინთავი უგზო-უკვლოდ დაიკარგა, კახეთში "კამაზი" გადატრიალდა და ჯარისკაცი დაიღუპა, 36 კი დაშავდა, "კრწანისის" სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე უკანონოდ შეღწევის მცდელობის აღკვეთისას გუშაგის გასროლას სამოქალაქო პირის დაღუპვა მოჰყვა...

ეს და სხვა საინტერესო მასალები იხილეთ სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ "არსენალის" ნოემბრის (11-ე) ნომერში.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე