რუსეთის საგარეო უწყების განცხადება ნატო-საქართველოს სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით

რუსეთის საგარეო უწყების განცხადება ნატო-საქართველოს სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ნატო-საქართველოს სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთი მსგავს აქტიურობაში ხედავს სერიოზულ საფრთხეს რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობისთვის.

"ყურადღებას ვაქცევთ ნატო-საქართველოს მორიგ სამხედრო წვრთნებს, რომელშიც მონაწილეობას იღებს 250-ზე მეტი სამხედრო 13 ქვეყნიდან. წელს ეს უკვე მესამე მსგავსი სამხედრო წვრთნაა საქართველოს ტერიტორიაზე. ადგილი აქვს საქართველოს შეიარაღებული ძალების ნატო-ს სტანდარტებით ინტენსიურ ოპერატიულ მომზადებას ალიანსის სამეთაურო-საშტაბო სტრუქტურების აქტიური ჩართულობით.

რუსეთი მსგავს აქტიურობაში ხედავს სერიოზულ საფრთხეს რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობისთვის. თავიანთ შეშფოთებაზე არაერთხელ განუცხადებიათ საქართველოს სხვა მეზობლებს - აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს. ყველას გვახსოვს, თუ დაპირებამ ნატო-ს წევრობაზე ბუქარესტის სამიტზე როგორ უბიძგა საქართველოს დანაშაულებრივი თავდასხმისკენ რუსეთის სამშვიდობო ძალებზე და ცხინვალის მშვიდობიან მოსახლეობაზე 2008 წლის აგვისტოში.

ნატო-ში არ მალავენ, რომ ამჟამინდელი სამხედრო პარტნიორობა თბილისთან განიხილება როგორც რუსეთის "შეკავების" პოლიტიკის ნაწილი. ის როლი, რომელსაც საქართველო თამაშობს ამ კონტექსტში, ართულებს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესების პროცესს", - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე