უშიშროების საბჭო გენშტაბის უფროსის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს განიხილავს - რატომ მიდის ვახტანგ კაპანაძე?

უშიშროების საბჭო გენშტაბის უფროსის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს განიხილავს - რატომ მიდის ვახტანგ კაპანაძე?

ეროვნული უშიშროების საბჭო, დღევანდელ სხდომაზე გენერალური შტაბის უფროსის ვახტანგ კაპანაძის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს განიხილავს. აღნიშნული საკითხი საბჭოს დღევანდელი სხდომის დღის წესრიგშია შეტანილი. შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძის თანამდებობიდან გადაყენების გარდა, საბჭო ახალი უფროსის თანამდებობაზე დანიშვნის საკითხსაც განიხილავს.

აღნიშნულ საკითხზე მომხსენებლები პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი და თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ლევან იზორია იქნებიან. ამის გარდა, საბჭოს სხდომის დღის წესრიგით კიდევ ოთხი საკითხის განხილვაა დაგეგმილი.

თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე კომენტარი გააკეთა ვახტანგ კაპანაძემ: "საქმე ძალიან მარტივად არის, არ დაიძაბოთ - ხვალ გადის ჩემი თანამდებობაზე ყოფნის სამი წელი" - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა.

კაპანაძის ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრის დებულებით, გენერალური შტაბის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ყოფნის ვადა არის 3-წლიანი, ეს ვადა იწურება ხვალ და საკითხი განსახილველად უშიშროების ეროვნულ საბჭოზე უნდა დამდგარიყო.

ამასთან, მისივე განმარტებით, აღნიშნული დოკუმენტით გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობაზე ყოფნის ვადა განსაზღვრულია, როგორც სამ წელს პლუს ერთი.

"მინისტრის წარდგინებითა და პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, შეიძლება ერთი წლით ვადის გაგრძელება. ეს არის პრეზიდენტის პრეროგატივა", - აღნიშნა კაპანაძემ.

ამასთან, კაპანაძის თქმით, ლოგიკურია გავრცელებული ინფორმაცია გენერალური შტაბის ახალ ხელმძღვანელად ვლადიმერ ჩაჩიბაიას შესაძლო დანიშვნის შესახებ, რადგან ის მისი პირველი მოადგილეა.

ვახტანგ კაპანაძე დღეს ეროვნული უშუშროების საბჭოს წარუდგენს მოხსენებას საქართველოს შეიარაღებული ძალების კოალიციურ ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ.

უშიშროების საბჭოს სხდომა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 17:00 საათზე გაიმართება.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე