გენერალურ შტაბს ახალი უფროსი ჰყავს - ვლადიმერ ჩაჩიბაიას განათლება და სამუშაო გამოცდილება

გენერალურ შტაბს ახალი უფროსი ჰყავს -  ვლადიმერ ჩაჩიბაიას განათლება და სამუშაო გამოცდილება

შეიარაღებული ძალების გენშტაბს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობიდან გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე გადააყენა და ამავე თანამდებობაზე ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია დანიშნა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ორივე განკარგულება გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამოსცა. განკარგულებებში აღნიშნულია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გადაწყვეტილებები საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად მიიღო.

ვახტანგ კაპანაძის გათავისუფლების მიზეზად უფლებამოსილების ვადის ამოწურვა სახელდება. შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსის, ვახტანგ კაპანაძის თქმით, ის მუშაობის გაგრძელებას, ნატოში საქართველოს მთავარ სამხედრო წარმომადგენლად აპირებს.

გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძე, გენერალური შტაბის უფროსის თანამებობას, 2013 წლის 22 ნოემბიდან იკავებდა. "არის შემოთავაზება, ნატოში მთავარ სამხედრო წარმომადგენლად წავიდე. დარწმუნებული ვარ, ბევრ კარგ, სასიკეთო საქმეს გავაკეთებ", -განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.

ვლადიმერ ჩაჩიბაიას განათლება:

1994 წელს დაამთავრა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული სამხედრო აკადემია. 1999 წელს მოსამზადებელი კურსები გაიარა აშშ-ის ქვეით ოფიცერთა სკოლაში, ფორტ ბენინგი, ჯორჯია. 2002 - 2003 წლებში გაიარა აშშ-ის სამეთაურეო და გენერალური შტაბის ოციცერთა კურსი, ხოლო 2007 -2008 წლებში აშშ-ის არმიის ომის კოლეჯი.

სამუშაო გამოცდილება:

1989-1991 რიგითი, სამხედრო საჰაერო ძალები, სსრკ, საქართველო

1991-1992 სერჟანტი, ეროვნული გვარდია

1992-1993 – ოცეულის მეთაური, ეროვნული გვარდია

1993-1994 - სამხედრო აკადემიის კურსანტი

1994-1995 - ქვეითი ოცეულის მეთაური, 25-ე ქვეითი ბრიგადა

1995-1996 - დაზვერვის ბატალიონი, AGS-17 ოცმეთაური

1996-1998 - დაზვერვის ბატალიონის ასმეთაურის მოადგილე

1998-1999 - ცალკეული დაზვერვის ბატალიონის შ-3 ოფიცერი (ტოპოგრაფიული სამსახურის უფროსი)

1999-2000 - სწრაფი რეაგირების ძალები ინსტრუქტორთა ჯგუფის მეთაურის მოადგილე (შეიარაღების სპეციალისტი)

2000-2001 - სწრაფი რეაგირების ძალები საბრძოლო მზადყოფნის ოფიცერი

2001-2002 - G-2 ის უფროსი, სპეც. დანიშნულების ბრიგადა

2002-2003 – პირადი შემადგენლობის ოფიცერი, სპეც. დანიშნულების ბრიგადა

2003-2005 - პირველი ქვეითი ბრიგადის შტაბის უფროსი

2004 – ქართული სამშვიდობო კონტიგენტის მეთაური ერაყში

2005 – მესამე ქვეითი ბრიგადის მეთაური

2005-2006 გენერალური შტაბის ჟ-3 დეპარტამენტის უფროსი

2006 - სახმელეთო ჯარების შტაბის უფროსი და სახმელეთო ჯარების სარდლის მოვალეობის შემსრულებელი

2006 - გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე

2007 - გენერალური შტაბის ჟ-3 დეპარტამენტის უფროსი

2008 სექტემბერი – ნოემბერი – საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის განათლების დეპარტამენტის უფროსი

2008 წლის ნოემბერი - 2009 წლის მარტი - შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი.

2009 წელს ვლადიმერ ჩაჩიბაია თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა, 2012 წლის დეკემბრიდან დღემდე კი გენერალური შტაბის უფროსი მოადგილის პოსტს იკავებს.

ლალი პაპასკირი

სამხედრო-ანალიტკური ჟურნალი "არსენალი"

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე