გენშტაბის ახალი უფროსი შეიარაღებულ ძალებში რეორგანიზაციის განხორციელებას გეგმავს

გენშტაბის ახალი უფროსი შეიარაღებულ ძალებში რეორგანიზაციის განხორციელებას გეგმავს

შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ახალი უფროსი, თავდაცვის მიმოხილვის დოკუმენტის მიხედვით, შეიარაღებულ ძალებში რეორგანიზაციის განხორციელებას გეგმავს. როგორც ჩაჩიბაიამ აღნიშნა, შეიარაღებულ ძალებში მთელი რიგი რეფორმები განხორციელდება.

"ჩვენ მაქსიმალურად შევქმნით შეიარაღებულ ძალებს, ადეკვატურს იმ საფრთხეებთან მიმართებაში, რომელიც რეგიონში არსებობს. მთავარი ამოცანა არის ის, რომ მაქსიმალურად ვიყოთ თავსებადი ნატო-ს სტანდარტებთან. მომდევნო წლებში, უკვე გაწერილი იქნება სტრატეგიული თავდაცვის მიმოხილვის დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ჩვენ განვახორციელებთ რეორგანიზაციას შეიარაღებულ ძალებში. იქნება სტრუქტურული ცვლილებები, როგორც სამანევრო ელემენტებში, ასევე საბრძოლო მხარდაჭერის და უზრუნველყოფის ელემენტებშიც", - განაცხადა ჩაჩიბაიამ.

რაც შეეხება გენერალურ შტაბში საკადრო ცვლილებებს, როგორც ვლადიმერ ჩაჩიბაიამ აღნიშნა, ამის შესახებ ინფორმაცია მომავალში გახდება ცნობილი.

ასევე ცნობილი გახდა, რომ ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობა რადიკალურად გადაიხედება. როგორც გენშტაბის უფროსმა აღნიშნა, სარდლობა უნდა იყოს მაქსიმალურად ეფექტიანი, უსაფრთხოებისა და თავდაცვის გეგმებიდან გამომდინარე.

"ჩვენ გვინდა, საჰაერო სარდლობის კუთხით გავატაროთ რიგი რეფორმები. ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობაში გარკვეული რეორგანიზაცია იგეგმება... ჩვენი სურვილია, სარდლობა იყოს მაქსიმალურად ეფექტიანი, უსაფრთხოებისა და თავდაცვის გეგმებიდან გამომდინარე. ამის შესახებ მომავალში შეიტყობს საზოგადოებამე, თუმცა შემიძლია, გითხრათ, რომ რადიკალურად მოხდება ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის გადახედვა", - აღნიშნა ჩაჩიბაიამ.

ლალი პაპასკირი

სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი "არსენალი"

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე