საიდან მოდის ტერორიზმი?

საიდან მოდის ტერორიზმი?

ბოლო რამდენიმე წელია მსოფლიო ტერორისტული აქტების შიშის ფონზე იძინებს და იღვიძებს. ტერორისტების სამიზნე ასობით და ათასობით უდანაშაულო ადამიანი გახდა, მათ შორის, ბავშვები... ზუსტად როდიდან იღებს სათავეს პოლიტიკური მიზნით ჩადენილი შეკვეთილი მკვლელობა და დანაშაული, რომელსაც შემდეგ ცივილურმა მსოფლიომ ტერორიზმი უწოდა, გაურკვეველია.

ერთი ვერსიით, ტერორიზმს სათავე ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაედო, თუმცა, შუა საუკუნეებში სხვადასხვა მიმართულება შეიძინა. საქმე ის არის, რომ ტერორისტების "ფანტაზია" ჯერ კიდევ ვითარდება...

და მაინც, საიდან იღებს სათავეს ეს ყველასთვის საშიში მოძრაობა, - ისტორიკისთა მოსაზრებით, შუა საუკუნეებში აზიის ტერიტორიაზე მოქმედებდა ასასინთა ტერორისტული ორგანიზაცია, რომლის იმდროინდელი საქმიანობა, თავისი მასშტაბებით, ყველაზე ფართო იყო. მათ, ტერორისტების მოსამზადებლად კარგად ორგანიზებული ბანაკები გააჩნდათ, სადაც ტერორისტები, გამოცდილი სამხედროების მიერ იწვრთნებოდნენ.

XI საკუნეში, ირანში, ისმაიტელთა მუსულმანურ, შიიტურ სექტაში, განხეთქილება მოხდა, რის შედეგადაც, შეიქმნა ასასინთა ნეოისმაიტელური საიდუმლო სექტანტური ორგანიზაცია. მათ მსხვილი ფეოდალები ხელმძღვანელობდნენ და აფინანსებდნენ. ამ ორგანიზაციების წევრებმა სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გამოუცხადეს სუნიტ სელჩუკიანთა გავლენიან წარმომადგენლებს. ძალები დაუბალანსებელი იყო, ამიტომ მათ სხვა ხერხს მიმართეს, - ასასინებს დამფინანსებელი ფეოდალები უკვეთავდნენ ამა თუ იმ კონკრეტული პირის ლიკვიდაციას.

გარკვვეული დროის შემდეგ, ისინი უფრო გაძლიერდნენ და გავლენები გაიფართოვეს, - XII საუკუნის დასაწყისში, ირანსა და სირიაში თეოკრატიული სახელმწიფო შექმნეს. ასასინების მოქმედება და ბრძოლის მეთოდები თანდათან იხვეწებოდა, - ისინი გადაცმული ტანისამოსოთ ჩნდებოდნენ ამა თუ იმ ადგილას და კონკრეტული ადამიანის მკვლელობას გეგმავდნენ და ახორციელებდნენ. იმ პერიოდში, სირიაში, ირანში, ლიბანში, ინგლისში, გერმანიასა და თურქეთში, გაურკვეველ გარემოში, 10-მდე ლიდერი მოკლეს. ყველა მათგანის მვკელობის საქმის უკან, დაქირავებული ასასინები იდგნენ. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ასასინი, შეცდომა უშვებდა და ესა თუ საქმე "ჩავარდა". ასეთი შემთხვევები შემკვეთებმა დროულად აღმოფხვრეს, - მას ფარულად უთვალთვალებდა კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც მის ყველა ნაბიჯს აკონტროლებდა და შეცდომა ასასინს სიცოცხლის ფასად უჯდებოდა.

ისტორიკოსების ვარაუდით, ასასინები XII საუკუნეში, "ჯვაროსნებსაც" ებრძოდნენ. მათზე სრულყოფილი ინფორმაციის მისაღებად, ისინი ქრისტიანის ბერის კაბას იცვამდნენ და მათ შორის ცხოვრობდნენ... ძალიან მალე, ასასინ ტერორისტთა შესახებ ინფორმაცია არაერთ ქვეყანაში გავრცელდა. მათი გავლენა ძლიერი იყო როგორც აზიის, ასევე ევროპის ქვეყნებში.

XIII საუკუნეში, მონღოლებმა, მოგვიანებით კი, მამლუქებმა ასასინების დინასტია ერთიანად გაანადგურეს, მაგრამ მათ მიერ ჩადენილ საქმეებს უკვალოდ არ ჩაუვლია, - მას შემდეგ, გავლენის მოსაპოვებლად ქურუმები, კეისრები, იმპერატორები და სხვა ძალაუფლების მქონე ადამიანები მუდმივად იყენებდნენ ასასინ ტერორისტთან მიერ დამკვიდრებულ მეთოდებს.

მოგვიანებით, მას სიტყვა "ტერორიზმი" ეწოდა და  ძალადობით პოლიტიკური მიზნების მისაღწევად გამოიყენებოდა. ამჟამად, ის მხოლოდ მუსლიმურ კი არა, მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში გამოიყენება. შეიარაღებული თავდასხმა, რომლის მიზანია არა მოწინააღმდეგისადმი რაიმე სტრატეგიული ზიანის მიყენება, არამედ შიშის დანერგვა, შანტაჟი. ტერორისტული აქტი შეიძლება მიმართული იყოს ადამიანების წინააღმდეგ, რომლებსაც ტერორისტების პოლიტიკურ პოზიციასთან საერთო არაფერი აქვთ.

ტერორიზმის ევროპული ვერსია

მეორე ვერსიით, ტერორიზმი სათავეს 1605 წელს იღებს, როდესაც ინგლისელ ჰაი ფოუქსმა, მეფე ჯეიმს I ააფეთქა... ასევე, ტერორისტულმა ჯგუფმა, "ნაროდნიკებმა", 1881 წელს, რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე II რომანოვი მოკლეს. ტერორისტების სამოქმედო არეალი განსაკუთრებით, XX საუკუნეში გაფართოვდა, - 1914 წლის 28 ივნისს გახდა ავსტრია-უნგრეთის ტახტის მემკვიდრე ფრანც ფერდინანდი. 1934 წლის 9 ოქტომბერს მარსელში მოკლეს იუგოსლავიის მეფე ალექსანდრე და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბართუ. დღეისათვის ტერორისტულ აქტებს ახორციელებენ ხმელეთზე თუ ჰაერში, უცხოეთის წარმომადგენლობებთან თუ საზოგადოების თავშეყრის მნიშვნელოვან ადგილებში. აქტები სრულდება, როგორც გარკვეული ობიექტების დანაღმვით, ასევე წერილებსა თუ ამანათებში გაერკვეული ფეთქებადი საშუალებების მოთავსებით.

ზოგიერთი განვითარებადი ქვეყანა, კერძოდ კი ისლამური სახელმწიფოები, ლიბია ტერორიზმის ხელშემწყობად ითვლება და მათ იქ  "თავისუფლებისათვის მებრძოლებს" უწოდებენ.

კამიკაძე – იაპონელი თვითმკვლელი

"კამიკაძე" (კამი -ღვთაება, კაძე -ქარი) -ღვთაებრივი ქარი, ტაიფუნის სახელწოდებაა, რომელმაც 1274 და 1281 წლებში იაპონიის ნაპირებთან მიახლოებული ჩინგიზ-ყაენის შვილიშვილის, ყუბილაი ხანის მონღოლური არმადის ხომალდები გაანადგურა.

XX საუკუნის მეორე ნახევარში სიტყვა კამიკაძე იაპონელი თვითმკვლელი პილოტების აღმნიშვნელ სიტყვად იქცა, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის ბოლო ეტაპზე წყნარ ოკეანეში გამოჩნდნენ. ამასთანავე, კამიკაძე ბევრად უფრო დიდი მნიშვნელობის მქონე იაპონური ტერმინის - "ტოკოტაის'' ნაწილია, რომელიც ყველა მოხალისე თვითმკვლელს აღნიშნავს და არა მხოლოდ მფრინავებს.

პირველი მფრინავი კამიკაძეების რაზმების ფორმირება 1944 წლის 20 ოქტომბერს საზღვაო ავიაციის ქვედანაყოფის საფუძველზე მოხდა. მასში გაწევრებული ადამიანი აცნობიერებდა რეალობას და მზად იყო, საკუთარი სამშობლოსთვის თავი გაეწირა. კამიკაძეების პირველი შეტევა 1944 წლის 21 ოქტომბერს ავსტრალიური ფლოტის ფლაგმანზე, მძიმე კრეისერ ავსტრალიაზე განხორციელდა - ბომბებით აღჭურვილი თვითმფრინავი, რომლის პილოტის ვინაობა დღემდე უცნობია, ხომალდს შეასკდა, თუმცა, მაშინ ბომბი არ აფეთქდა და თავდასხმას მხოლოდ 30-მდე ადამიანი შეეწირა.

თანამედროვე რეალობაში, კამიკაძეს, იაპონიასთან მხოლოდ სიტყვის ისტორია, აკავშირებს და თვითმკვლელ ისლამისტებთან ასოცირდება. თუმცა, სინამდვილეში, თვითმკვლელ ისლამისტებს შაჰიდები ჰქვიათ, მაგრამ მათ ხშირად "კამიკაძეებად" მოიხსენიებენ.

"შაჰიდი "დადასტურებას" ნიშნავს და ისლამში ის, როგორც სასამართლოს მოწმის, ისე მორწმუნეთა მიმართ გამოიყენება, რომლებიც მტრების წინააღმდეგ ბრძოლაში მოწამეობრივ სიკვდილს ეზიარნენ. თუმცა, ამბობენ, რომ თვითმკვლელი, მხოლოდ ტყვიაა და მთავარია ის, ვინც მას ამ ტყვიამდე მიიყვანს".

თვითმკვლელი ტერორისტების გადაბირების მეთოდი და ხვედრი

შაჰიდების კანდიდატების გადაბირებას ტერორისტული ორგანიზაციები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ცდილობენ. პირველ ეტაპზე ტერორისტული დაჯგუფების აგენტები ცდილობენ, თავიანთი იდეებით კანდიდატებში გააღვიძონ ემოციები, ჩამოაყალიბონ ჯგუფები, რომლებიც ისლამისტური ფუნდამენტალიზმით არიან დაინტერესებულები. აუხსნან ჯიჰადის კონცეფცია და ამ ქვეყნის ამაოება "სხვა კუთხიდან" დაანახვონ. მაგალითად, საუბრობენ სიცოცხლის გაწირვაზე ისლამის ძველი დიდების აღსადგენად და დასაწყისისთვის, თვითმკვლელობის იდეის შთაგონებას ადამიანებში ემოციურ-რელიგიურ გრძნობებზე თამაშით იწყებენ.

თვითმკვლელის რწმენაში გასაძლიერებლად, სულიერი ლიდერები შაჰიდიზმს, როგორც ეროვნული გმირობას ისე წარმოაჩენენ, თუმცა, ბოლო დროს გახშირდა შემთხვევები, როდესაც დავალებაზე წასული შაჰიდები, უკანასკნელ წამს, სიკვდილზე უარს ამბობენ... ამის არაერთი მაგალითი ცოტაოდენ იმედს იძლევა...

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

(სტატიის მომზადებისას გამოყენებულია ინტერნეტმასალები)

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე