რუსულ-აფხაზური ჭიდილი და უვიზო რეჟიმი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებისთვის

რუსულ-აფხაზური ჭიდილი და უვიზო რეჟიმი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებისთვის

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ შეძლო, რეგიონში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე დაძაბული ვითარება დაემშვიდებინა. მან განაცხადა, რომ რადიკალური გამოსვლებით არაფერი შეიცვლებოდა და ოპოზიციის მიტინგების მსვლელობის კვალდაკვალ, ლიდერებთან შეხვდა, რა დროსაც რამდენიმე ოპოზიური ლიდერს თანამდებობები შესთავაზა... ასევე აღნიშნა, რომ ყველა თემაზე შეიძლებოდა მოლაპარაკება, მისი გადადგომის გარდა. "საპრეზიდენტო არჩევნებამდე" რამდენიმე თვეა დარჩენილი და უმჯობესი იქნებოდა, ყველაფერი "არჩევნების" გზით გადაწყდეს" - აღნიშნა ხაჯიმბამ.

ერთი სიტყვით, რაულ ხაჯიმბასთან რამდენიმე საათიანი დახურული მოლპრაკების შემდეგ, გაირკვა, რომ ოპოზიციის ორ ლიდერს ვიცე პრემიერისა და გენერალური პროკურორის თანამდებობები, დანარჩენებს კი პოსტები საკონსტიტუციო სასამართლოში და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შეთავაზეს.

ამასთან, უახლოეს მომავალში აფხაზეთში უნდა შეიმუშაონ კანონპროექტი იმის შესახებ, რომ პრეზიდენტმა ვერ შეძლოს პარლამენტის თანხმობის გარეშე პრემიერის დანიშვნა ან დათხოვნა. მას შემდეგ, რაც მოლაპარაკებები აღნიშნული შედეგით დასრულდა, ოპოზიციის ლიდერებმა მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადეს და აქცია დაიშალა.

მოჩვენებითი სიმშვიდის კვალდაკვალ, აფხაზები ეჭვობენ, რომ დაკავებების სერია დაიწყება, ამის წინაპირობა უკვე არსებობს, _ აქციის დღეს, 15 დეკემბერს, დე ფაქტო უშიშროების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც 15 დეკემბერს, ოპოზიცია შეიარაღებული დაპირისპირებასა და "პრეზიდენტ" ხაჯიმბას მოკვლას გეგმავდა".

როდესაც, ოპოზიციამ მტკიცებულებები მოითხოვა, უშიშროებამ გაავრცელა სატელეფონო საუბარი, სადაც თითქოს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი რამაზ ჯოპუა თანამოაზრეებთან "პრეზიდენტ" ხაჯიმბას ფიზიკურ ლიკვიდაციასა და ადმინისტრაციის შტურმით აღების გეგმის დეტალებს თანამოაზრეებს უთანხმებს. მოგვიანებით, ოპოზიციის აქციაზე ლიდერმა, ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ "აფხაზი აფხაზს ტყვიას არავითარ შემთხვევაში არ ესვრის", მაგრამ როგორც ჩანს მისი სიტყვები ალიბი არ არის...

დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა უკვე ამოიღეს საბრძოლო მასალები და ავტომატური იარაღი, ასევე ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნები. მათივე თქმით, არსებობს ინფორმაცია, რომ ოპოზიციის მომხრეების მიერ შექმნილია მებრძოლთა ჯგუფები, რომლებიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის შტურმით აპირებდნენ. სწორედ მათ მიმართ ელოდება მოსახლეობა, რომ ხელძმღვანელობა "ნადირობას" გამოაცხადებს, შეიარაღების დაჯჯუფების წევრთა სიაში კი, მისთვის სასურველ პერსონებს ჩასვამს...

თუმცა, პროტესტის მუხტი, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობაში, რამდენიმე წელი არსებობს, არ ჩამცხრალა, - საზოგადოების თქმით, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ შეასრულა რუსეთის დაკვეთა, ვითარება დაემშვიდებინა, - ოპოზიციის დაანონსებულ აქციამდე რამდენიმე დღით ადრე პრეზიდენტ ხაჯიმბასა და რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრის მთავარი თემა აფხაზეთში შექმნილი პოლიტიკური სიტუაცია იყო. მაშინ პუტინმა ხაჯიმბას ულტიმატუმი წაუყენა – "თუ აფხაზეთში შიდაპოლიტიკური პროცესები გამწვავდება, ამან, შესაძლოა, ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობა გაართულოს". პუტინის განცხადებიდან მეორე დღეს რუსმა სამართალდამცავებმა აფხაზური ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერიც დააკავეს, თუმცა, ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების პროტესტის შემდეგ გაათავისუფლეს.

ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რის გამოც, აფხაზეთში პროტესტის მუხტი არ ცხრება, არის, რუსეთის დიდი სურვილია, - რეგიონის ხელმძღვანელობასთან მიაღწიოს შეთანხმებას მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიყიდვასთან დაკავშირებით. თუმცა, ჯერჯერობით, ვერც ერთი დე ფაქტო ხელისუფლება ამ საკითხზე ვერ დაიყოლია. ქართველთა მიტოვებული სახლები და საცხოვრებელი ბინები, გამონაკლისის გარდა, დაკეტილია...

ვიდრე, რუსეთი აფხაზეთის დე ფაქტო ხელმძღვანელობას დათმობებზე წასვლას აიძულებს, - დანარჩენი საქართველო, ევროკავშირთან თავისუფალი მიმოსვლის ამოქმედების მოლოდინშია, რომელსაც მომავალი წლის პირველ კვარტალში ელიან. ხელისუფლების წევრთა თქმით, - ე. წ. შეჩერების მექანიზმზე ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის კონსენსუსი მიღწეული და ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებულია. საქმე ის არის, რომ ევროკავშირის ქვეყნებთან თავისუფალი მიმოსვლის პერსპექტივა, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება. ეს ეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის იმ ნაწილსაც, ვისაც ქართული პასპორტი აღებული აქვს, ან შემდეგ აიღებს.

ოკუპირებულ აფხაზეთში ქართული პასპორტის აღება იმათ გაბედეს, ვისაც ხანგრძლივი მკურნალობა სჭირდებათ. ეს თემა აფხაზების დიდი ნაწილისთვის მიუღებლად ითვლება... კიდევ ერთი, იმ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს, სადაც საქართველოს იურისდიქცია დღეს არ ვრცელდება, საქართველო, ე. წ. სტატუს ნეიტრალურ დოკუმენტს სთავაზობს, რომლითაც ასევე შესაძლებელია საქართველოს ფარგლებს გარეთ მოგზაურობა. ამ დოკუმენტზე არ არის დატანილი რაიმე გამოსახულება, რაც მას საქართველოს მიერ გაცემულ საბუთად წარმოადგენდა. მისი იდენტიფიცირება მხოლოდ სპეციალური კოდის საშუალებით ხდება, თუმცა აღნიშნული დოკუმენტს ევროკავშირის ყველა ქვეყანა არ აღიარებს, რის გამოც, შესაძლოა, მის მფლობელებს გარკვეული შეზღუდვები ჰქონდეთ.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქართული პასპორტით მხოლოდ ის აფხაზები სარგებლობენ, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემების გამო, სხვა გამოსავალი არ აქვს. მათი გარკვეული ნაწილი, რამდენიმე წლის წინ, იმედს არ კარგავდა რომ ოდესმე ევროპაში აფხაზეთი დამოუკიდებლად გავიდოდა, თუმცა, ბოლო დროს რუსეთის მიერ განხორციელებული აქტივობების შემდეგ, ეს იმედი თანდათან ქრება... ასე რომ, ბრძოლას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების ინფორმირებისთვის, რომ საქართველოს დანარჩენი მოსახლეობასთან ერთად, ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლას თავადაც შეძლებენ, მაინც აქვს აზრი...

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე