"ისლამური სახელმწიფოს" კვალი ჩრდილოეთ კავკასიაში

"ისლამური სახელმწიფოს" კვალი ჩრდილოეთ კავკასიაში

ჩრდილოეთ კავკასიაში ტერაქტების ახალი ტალღა დაიწყო. 25 დეკემბერს, ღამით, დაღესტანში მაჰაჩყალის გზაზე მდებარე პოლიციის შენობას უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს... მეორე დილით ცნობილი გახდა, რომ დაჭრილი პოლიცელების გადარჩენა ვერ მოხერხდა... იმავე დღეს, მეორე თავდასხმა ქალაქ კიზილუირტეში მოხდა, სამიზნე ამჯერადაც პოლიციელები იყვნენ, რომლებმაც საპასუხო ცეცხლი გახსნეს.

ოპერატიული სამსახურის თანამშრომლების ინფორმაციით, მაჰაჩყალის შესასვლელთან, დიდი სიჩქარით მომავალ მანქანას პოლიციელებმა გაჩერება ანიშნეს, პასუხად კი, მათ ცეცხლი გახსნეს, რა დროსაც ერთი პოლიციელი ადგილზე დაიღუპა, ორი კი - მძიმედ დაიჭრა.

დაღესტანში პოლიციის საგუშაგოზე განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო, ინფორმაციას დაჯგუფებასთან ასოცირებული ვებგვერდი "საიტე" ავრცელებს.

რამდენიმე დღის წინ, თავდასხმა განხორციელდა ჩენჩეთშიც. რუსული მედიის ინფორმაციით, ცეცხლი გაუხსნეს გროზნოს პოლიციას. შედეგად რამდენიმე პოლიციელი დაიღუპა... ორმხრივი სროლები დროს, ასევე დაიღუპა სამი თავდამსხმელი, ერთი კი, მძიმედ დაიჭრა. დაკავებულია თავდამსხმელთა ჯგუფის სხვა წევრები, სულ ოთხი ადამიანი. მათი ასაკი 18-20 წელია.  ასევე ცნობილია, რომ მათ შორის იყო 18 წლის ჩეჩენი გოგონა, რომელიც მანქანაში და რომლის შემდგომი ბედი, უცნობია.

როგორც მოსალოდნელი იყო, ამ თავდასხმას, ძალოვანი უწყებებიდან შესაბამის რეაქცია მოჰყვა, - "კადიროვის ბიჭებმა" თავდამსხმელმა ოჯახის წევრები, ახლობლები და მათთან რაიმე საერთოს მქონე ადამიანებიც დააკავეს.

ადგილობრივი სამართალდამცველების განსაკუთრებული ყურადღება ზელიმხან ბახარჩიევის ოჯახისკენ არის მიმართული, რომელიც ორ წელზე მეტია სირიელი ტერორისტების რიგებში იბრძვის და ხელისუფლების ინფორმაციით, მან უამრავი ახალგაზრდა (არაოფიციალური ინფორმაციით, ასამდე ადამიანი), სოციალური ქსელის მეშვეობით გადაიბირა. მათგან რამდენიმე უკვე ცოცხალი აღარ არის, დანარჩენები კი, "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში იბრძვიან. გარდა ამისა, ბახარჩიევმა, ასევე სოციალური ქსელის საშუალებით, ადგილობრივი ახალგაზრდების "დავერბოვკება" შეძლო, რის შემდეგაც ისინი ჯგუფებად იყოფოდნენ და ძალოვან უწყებებზე თავდასხმას ახორციელებდნენ. ბოლო თავდასხმა, რომელიც გროზნოს პილიციაზე 17 დეკემბერს განხორციელდა, ცუდად იყო დაგეგმილიმ, თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ სირიაში მებრძოლი რადიკალი ისლამისტი, ბახარჩიევის ლიდერობით ჩამოყალიბებული ჯგუფები ჩეჩნეთის სხვადასხვა ქალაქებში არიან გაფანტული...

ბახარჩიევის ოჯახს სოფლიდან გასახლებით, მის სახლს კი, დაწვით ემუქრებიან. მისი ოჯახის წევრებმა, დახმარებისთვის "ჰიუმან რაიტს ვოჩის" ადგილობრივ სამსახურის ხელმძღვანელს, აჰმედ გისაევს მიმართეს. გისაევის ინფორმაციით, ბახარჩევის ოჯახის რამდენიმე წევრი უკანონო პატიმრობაში იმყოფება.

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

(საიტის მოსამზადებლად გამოყენებულია ინტერნეტმასალები)

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე