გაძლიერდება თუ არა რუსეთის გავლენები პოსტსაბჭოთა ქვეყნებში

გაძლიერდება თუ არა რუსეთის გავლენები პოსტსაბჭოთა ქვეყნებში

2017 წლიდან შესაძლოა, მსოფლიოში ახალი რეალობა დადგეს. ის ფაქტი, რომ ახლადარჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ვაშინგტონსა და რუსეთს შორის ურთიერთობების აღდგენის საკითხში ჰენრი კისინჯერის ჩართვას გეგმავს, გარკვეული ანალიზის საფუძველს იძლევა. დასავლური მედია გასულ წლის მნიშვნელოვან მოვლენებს აჯამებს და მიიჩნევს, რომ შესაძლოა, 2017 წელი სრულიად უცნაური მოვლენების დასაწყისი გახდეს...

საქმე ის არის, რომ დონალდ ტრამპის რჩევით, ამერიკასა და რუსეთის ურთიერთობის ნორმალიზებისთვის, პოლიტიკურ დიალოგში 93 წლის კისინჯერი მიიღებს მონაწილეობას, რასაც რუსეთი დადებითად შეხვდა. კისინჯერმა პირველი მოსაზრება საკმაოდ სადავო საკითხზე წამოიწყო, - დონალდ ტრამპს ურჩია, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოების გეგმა დასრულდეს. ამის შესახებ გავლენიანი გამოცემა "ტაიმსი" წერს. გამოცემის თანახმად, ამ ფაქტმა შესაძლოა, "ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, - ბელარუსში, უკრაინაში, საქართველოსა და ყაზახეთში რუსეთის გავლენები გააძლიეროს". დასავლური მედიის ერთი ნაწილის თქმით, ვერსია, რომლის თანახმადაც, რუსეთი ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში აქტიურად ერეოდა, კისინჯერის განცხადებების შემდეგ, მართლდება.

ამერიკელი სახელმწიფოს მოღვაწეს ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი არგუმენტი აქვს, - რუსეთსა და ამერიკას შორის ურთიერთობის მოგვარების პროცესი, გლობალურ სტაბილურობას შეუწყობს ხელს. კისინჯერის პოზიციას დადებით შეხვდა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი, რომლის განმარტებითაც, მოსკოვი რუსეთსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების აღდგენაში ამერიკის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, ჰენრი კისინჯერის მონაწილეობას მიესალმება. მისი თქმით, - "კისინჯერი ერთ-ერთი ყველაზე ბრძენი პოლიტიკოსი და ბრწყინვალე ექსპერტია, რომლებიც ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებს კარგად იცნობს." - აცხადებს, ის და დასძენს, რომ კადრის შერჩევა მათი ამერიკელი კოლეგების საქმეა და ისინი ჩარევას არ აპირებენ, თუმცა, თუ ასე მოხდება და ამ მიმართულებით კისინჯერი იმუშავებს, ეს ძალზე სასიამოვნო იქნება.

რამდენიმე დღის წინ, ანალიტიკური სააგენტო "სტრატფორიის" ექსპერტების ანგარიში გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც, რუსეთმა, შესაძლოა 2017 წელს ევროპასა და აზიაში საკუთარი პოზიციები გააძლიეროს. მათი შეფასებით, პროცესები დაწყებულია, - დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლისა და ამერიკის საპეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ, დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით, ერთიანობის შენარჩუნება გაუჭირდება და ამის წინაპირობები უკვე გამოიკვეთა.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ანალიტიკოსები 2017 წელს გერმანიაში, საფრანგეთში, ჰოლანდიასა და სავარაუდოდ, იტალიაში დაგეგმილ არჩევნებზეც აკეთებენ აქცენტს, რაც მათი შეფასებით, სავარაუდოდ, ევროპის შიდა განხეთქილების პროცესის დაწყებას დააჩქარებს. ამის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა, ტრამპის მიერ არჩეული პოლიტიკური კურსი და შერჩეული ლადრები გახდეს.

ამ მოცემულობას ფრთხილად ეკიდებიან ქართველი ექსპერტები. "ევროპული კვლევების ცენტრის" დირექტორის კახა გოგოლაშვილის მოსაზრებით, იმ რეალობაში, როდესაც ბრიტანეთი ევროკავშირიდან გავიდა და ამერიკის პრეზიდენტად დონალდ ტრამპი აირჩიეს, რუსეთი აუცლებლად ეცდებაქ შანი ხელიდან არ გაუშვას და გავლენები გააძლიეროს. მით უფრო, რომ რუსეთის რესურსები ამოუწურავია. ეს სახელმწიფოს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებშიც ჩაერია და ამით მას მიეცა შანსი გავლენა ჰქონდეს ამერიკის პრეზიდენტის ახალ ადმინისტრაციასთან.

დასავლური მედიის აზრით, არახალია, ის ფაქტი, რომ დასავლეთის სხვა ქვეყნებში, რუსეთი პოზიციების ჯიტად და ეტაპობრივად ცდილობს. მას შემდეგ, რაც კისინჯერს რუსეთთან "შუამავლად" დანიშნავენ, მას შესაძლებლობა მიეცემა ეს უკვე სწრაფად განახორციელოს. რაც შეეხება, ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს, ეს მთლად დასავლეთის ერთიანობაზე დამოკიდებული, თუმცა, რუსეთი მაინც ეცდება საცეცები პოსტსაბჭოთა სივრცისკენ მიმართოს.

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

(სტატიის მომზადებისას გამოყენებულია ინტერნეტმასალები)

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე