რა იყო "კრწანისის" ბაზაზე მომხდარი თავდასხმის მოტივი - მინისტრი ორი თვის წინ მომხდარ ინციდენტზე

რა იყო "კრწანისის" ბაზაზე მომხდარი თავდასხმის მოტივი - მინისტრი ორი თვის წინ მომხდარ ინციდენტზე

თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას განცხადებით, "კრწანისის" სასწავლო ცენტრში რამდენიმე პირის შეჭრის მოტივი ქურდობა იყო. ამის შესახებ ლევან იზორიამ დღევანდელ შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა.

"უმოკლეს პერიოდში მოხდა იდენტიფიცირება იმ პიროვნებების, ვინც შეიჭრა. დადგენილია მათი შეჭრის მოტივიც. ეს ცალსახად იყო ქურდობა და რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს. 25 დეკემბერს გაიმართა ექსპერტიზა და შესაბამისად, მალე დაიწყება საქმის არსებითი განხილვა", - განაცხადა იზორიამ.

წაიკითხეთ: "...იმ ღამეს უცნობი გუშაგი შეხვდათ, რომელმაც ესროლა..." - უპასუხო კითხვები "კრწანისის" ბაზაზე მომხდარი მკვლელობის გარშემო

თავდაცვის სამინისტროს მიერ რამდენიმე თვის წინ გავრცელებული ინფორმაციით, ოქტომბრის თვეში ცენტრ "კრწანისის" ტერიტორიაზე უცხო პირების შეჭრის მცდელობას ჰქონდა ადგილი. ისინი არ დაემორჩილნენ განწესში მყოფი გუშაგის სიტყვიერ გაფრთხილებას და თავს დაესხნენ მას, რის შემდეგაც გუშაგმა წესდებით გათვალისწინებული მოქმედებები განახორციელა და ცენტრის ტერიტორიაზე შეჭრის ფაქტი აღკვეთა. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცენტრის მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერებისას, ერთ-ერთი თავდამსხმელის ცხედარი აღმოაჩინეს. გარდაცვლილი 1993 წელს დაბადებული, ზუგდიდელი გიორგი შენგელიაა. ეძებენ კიდევ ორ პირს, რომელმაც გაქცევა მოახერხეს.

საქმეს მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე