35-35 დიპლომატი - რუსეთმა და ამერიკამ ანგარიშები გაათანაბრეს

35-35 დიპლომატი - რუსეთმა და ამერიკამ ანგარიშები გაათანაბრეს

"ობამამ წასვლის წინ კუდი მოიქნია" - ასე შეაფასა საერთაშორისო საზოგადოებამ ბარაქ ობამას რუს დიპლომატებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება. ამერიკის პირველმა პირმა, რომელსაც უფლებამოსილება სულ რამდენიმე დღეში შეუწყდება, გადაწყვიტა, რუსეთის 35 დიპლომატი ქვეყნიდან გააძევოს. ამის თაობაზე ინფორმაცია, პრეზიდენტ ბარაკ ობამას სახელით, თეთრი სახლის პრესსამსახურმა გაავრცელა.

განცხადების თანახმად, ამერიკა, ამ ზომას  რუსეთის მთავრობის მისამართით მრავალჯერადი კერძო და საჯარო გაფრთხილების შემდეგ მიმართავს და მისი შესრულება აუცილებელია. ეს არის პასუხი რუსეთის მცდელობებზე, რომელიც ცდილობს, ამერიკის ინტერესებს ქცევის საერთაშორისოდ აღიარებული ნორმების დარღვევით ზიანი მიაყენოს.

ასევე, ბარაქ ობამას განკარგულების თანახმად, რუსეთის ორი დაწესებულება მერილენდსა და ნიუ-იორკში, დაიხურება. ამერიკის ხელისუფლების განცხადებით, რუსეთი მათ სადაზვერვო მიზნებისთვის იყენებს. თეთრი სახლის გადაწყვეტილების თანახმად, - რუსეთის მოქალაქეებს, ამერიკის ტერიტორიას ვაშინგტონიდან და სან-ფრანცისკოდან 72 საათის განმავლობაში დაატოვებინებენ.

აგრეთვე, ამერიკის ფინანსთა სამინისტროს განაცხადებით, რუსეთს ახალი სანქციები დაუწესდება ჰაკერული თავდასხმებისთვის, - საქმე ეხება, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებს, რა დროსაც რუსეთი ინტენსიურად ცდილობდა მიდმინარე პროცესებზე გავლენის მოხდენას. სანქციები შეეხება რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურს (ფე-ეს-ბე) და რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარ სადაზვერვო სამმართველოს (გრუ). ასევე, სანქციები შეეხება, კიდევ რამდენიმე კომპანიასა და ცალკეულ პირებს.

გასულ კვირას, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (ეფ-ბი-აი) ანგარიში  გამოაქვეყნა, სადაც დეტალურად არის აღწერილი რუსეთის სპეცსამსახურების მიერ გამოყენებული ტექნიკური მეთოდები ამერიკის სამთავრობო და კერძო კომპიუტერული სისტემების წინააღმდეგ ჰაკერული თავდასხმების განსახორციელებლად... აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სანქციები კონტრაპროდუქტიულია და ისინი ზიანს მიაყენებს მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობებს.

"გულწრფელად რომ მოგახსენოთ, დავიღალეთ "რუსი ჰაკერების" შესახებ მოსმენილი ტყუილებით, რომელიც ამერიკის ყველაზე მაღალი ეშელონებიდან ისმის,"- ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც საგარეო სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ოთხშაბათს გაავრცელა. მისივე თქმით, ობამას ადმინისტრაციამ დეზინფორმაციის შემცველი კამპანიის გავრცელება, ნახევარი წლის წინ დაიწყო, "რათა ნოემბრის არჩევნებში სასურველი კანდიდატისათვის შეეწყო ხელი. შედეგს ვერ მიაღწია და ახლა წარუმატებლობის მიზეზს ეძებს, რითაც ორმაგად ურტყამს რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებს." - ნათქვამია ზახაროვას განცხადებაში.

მიმდინარე პროცესების კვალდაკვალ, ტრამპის პრეს-მდივანი შონ სპაისერი არჩევნებში რუსეთის ჩარევის დამადასტურებელ საბუთს ითხოვს...

აგრეთვე, სენატორმა გრემმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ 2017 წელს აშშ-ის კონგრესი არჩევნებში რუსეთის როლს გამოიძიებს. "ველი, რომ ძალაში შევა ერთსულოვნად მიღებული სანქციები, რომელიც რუსეთს და განსაკუთრებით პუტინს ძლიერად დაარტყამს" - აღნიშნა გრემმა, რომლის თქმითაც, "დროა, რუსეთმა გაიგოს, რომ ჩვენი მოთმინება ამოიწურა."

როგორც მოსალოდნელი იყო, ამერიკის პოზიციასა და ქმედებებს ჯაჭვური რეაქცია მოჰყვა, - საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, მათ მიმართეს ვლადიმერ პუტინს, რუსეთიდან გაითხოვონ, ასევე 35 ამერიკელი დიპლომატი და ისინი პერსონა ნონ გრანტად გამოაცხადონ. საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვის თქმით, ამერიკის საელჩოს, მთლიანობაში, 35 თანამშრომელი დატოვებს, მათგან 31 მოსკოვში არსებული სალჩოდან, 4 კი, სანქტ-პეტერბურგის გენერალური საკონსულოდან დატოვებს.

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე