"მძღოლი საჭეს გიჟივით ატრიალებდა, რომ უფრო მეტ ადამიანს დასჯახებოდა..."

"მძღოლი საჭეს გიჟივით ატრიალებდა, რომ უფრო მეტ ადამიანს დასჯახებოდა..."

იერუსალიმში, ქალაქის ცენტრში, არმონ ა-ნაციევის რაიონში, "მერსედესის" მარკის სატვირთო მანქანა, რომელსაც ადგილობრივი ნომრები ჰქონდა, სამხედრო მოსამსახურეების ჯგუფს დაეჯახა. თვითმხილველთა თქმით, ჯარისკაცების ავტობუსიდან ახალი ჩამოსულები იყვნენ და ტროტუარზე გადაადგილდებოდნენ. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 4 სამხედრო მოსამსახურე, მათგან სამი გოგონა იყო, რომელთაგან ყველაზე უმცროსი, ერეზ ორბახი, 20 წლის იყო... დაშავებულია 17 ადამიანი. ადგილობრივი მედიის ინფრომაციით, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა. ისრაელის პოლიციამ 8 იანვრის შემთხვევას, ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა...

ავტომანქანის მძღოლის ლიკვიდაცია იქ მყოფმა სამხედროებმა ადგილზე მოახდინეს. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეტანიაჰუმ განაცხადა, რომ თავდამსხმელის ვინაობა დადგენილია და ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ ის ექსტრემისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" მხარდამჭერი იყო. ასევე ნეტანიაჰუს განცხადებით, ისრაელის ხელისუფლებამ ჩაკეტა აღმოსავლეთ იერუსალიმის ჯაბერ მუკაბერის რაიონი, სადაც ცხოვრობდა მანქანის მძღოლი. მსგავსი თავდასხმების თავიდან ასაცილებლად, ისრაელის ხელისუფლება სხვა ღონისძიებების ჩატარებასაც გეგმავს.

ტელეკომპანია BBC-მ გაავრცელა იერუსალიმის პოლიციის უფროსის კომენტარი, რომლის მიხედვითაც, მძღოლი აღმოსავლეთ იერუსალიმიდან იყო და ისრაელის მართვის მოწმობა ჰქონდა. მათივე ინფორმაციით, ეს იყო 28 წლის არაბი, რომელიც იერუსალიმში, ჯაბლ მუკაბრის კვარტალში ცხოვრობდა.

სოციალურ ქსელში გავრცელდა თვითმხილველი რუთი შაჰირას კომენტარი, რომელიც მომხდარს იხსენებს: "მანქანას საეჭვო არაფერი ეტყობოდა. ის მშვიდად მოძრაობდა, მაგრამ როგორც კი ჯარისკაცები ავტობუსიდან გადმოვიდნენ, უცებ სიჩქარეს უმატა და ტროტუარზე მყოფი სამხედროებისკენ აიღო გეზი... დაახლოებით 20-25 წამის განმავლობაში რაღაც მანევრებს აკეთებდა, ეტყობა, მძღოლი ცდილობდა, რაც შეიძლება მეტ ადამიანს დაჯახებოდა...

მძღოლი საჭეს გიჟივით ატრიალებდა და მხოლოდ მაშინ გაჩერდა, როდესაც სხვა ჯარისკაცებმა მისი მიმართულებით ცეცხლი გახსნეს... დიახ, ეს იყო ტერაქტი. ჩვენს ქვეყანაში, სადაც უსაფრთხოების ზომები საკმაოდ კარგად არის დაცული, ქალაქის ცენტრში საშინელი ტრაგედია მოხდა, რასაც შესაფერისად უნდა გავცეთ პასუხი, მით უფრო, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის".

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე