"არსენალის" ახალ ნომერში წაიკითხავთ:

"არსენალის" ახალ ნომერში წაიკითხავთ:

შსს-ს ინოვაციური პროექტი "ერთობლივი ოპერაციების ცენტრი"

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უპრეცედენტო პროექტი დაიწყო. საუკეთესო დასავლური გამოცდილებისა და სტანდარტების შესაბამისად, შეიქმნა ახალი სტრუქტურული ქვედანაყოფი - ერთობლივი ოპერაციების ცენტრი - ტექნოლოგიების ცენტრალიზებული ჰაბი, რომელიც შს სამინისტროს ყველა სტრუქტურულ დანაყოფს აერთიანებს.

თავდაცვის სამინისტრო და შეიარაღებული ძალები 3 ათასამდე სამხედრო და სამოქალაქო მოსამსახურით შემცირდება

ახალი 2017 წელი რთულ ეკონომიკურ მდგომარეობას გვპირდება. ქვეყანაში გამონაკლისი არც შეიარაღებული ძალები იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ახალი სამხედრო ბიუჯეტი 750 მლნ ლარამდე იზრდება.

ფინანსური პრობლემების, რომლებიც აფერხებენ ქართული არმიის გაძლიერებას, ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ სამხედრო ბიუჯეტის 67% პირადი შემადგენლობის ხელფასებსა და სოციალური პირობების უზრუნველყოფაზე იხარჯება. ეს ძალიან დიდი მაჩვენებელია, წესით, ამ მუხლის სამხედრო ბიუჯეტის არა უმეტეს 50-55%-ის უნდა ხმარდებოდეს, თუკი არმია გადაიარაღებასა და საბრძოლო მზადყოფნის გაძლიერებაზე ფიქრობს.

კითხვები აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ

2016 წლის 16 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, შესაძლოა, პირდაპირ ყოფილიყო ჩართული ჰაკერულ თავდასხმებში, რომლის მიზანი შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევა იყო.

ამ სკანდალურ განცხადებამდე კი გავრცელდა ინფორმაცია აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს საიდუმლო მოხსენებიდან, რომლის თანახმად, რუსეთი აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერია, რათა დონალდ ტრამპს გამარჯვებაში დახმარებოდა.

რუსული ავიამზიდი თვითმფრინავებს კარგავს

საბჭოთა სამხედრო-საზღვაო ფლოტის საზღვაო ავიაცია ჩამოყალიბების დღიდან კარგა ხანს მხოლოდ სახმელეთო ბაზირების თვითმფრინავებისგან შედგებოდა. 1980-იანი წლების დასაწყისში ამ მიდგომის შესაცვლელად და საგემბანო ავიაციაზე გადასასვლელად საბჭოთა კავშირმა დაიწყო ე.წ. მძიმე ავიამზიდი კრეისერების მშენებლობა, მაგრამ ქვეყნის დაშლამდე მხოლოდ ერთი ხომალდის დასრულება-მწყობრში შეყვანა მოესწრო.

სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი "არსენალი"

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე