აფხაზეთში რუსული სამხედრო პოლიგონის ასაშენებლად ტაძარი დაანგრიეს

აფხაზეთში რუსული სამხედრო პოლიგონის ასაშენებლად ტაძარი დაანგრიეს

აფხაზეთში სამხედრო სწავლებებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი შეეწირა. წებელდაში, ბულდოზერებმა, რომლებიც გარშემო ტერიტორიას ამუშავებდნენ, მიწასთან გაასწორეს XIX საუკუნის დროინდელი ტაძარი, რომელიც სასაფლაოს ტერიტორიაზე მდებარეობდა. ადგილობრივი ისტორიკოსები, შესაბამის, ე.წ. კულტურის სამსახურებს ვანდალიზმის შეჩერებისა და ზომების მიღებისკენ მოუწოდებენ.

პატარა ტაძარი, დე ფაქტო აფხაზეთის კულტურულ მემკვიდრეობათა ნუსხაში "მრამბა 2-ის" სახელწოდებით არის შესული. ადგილობრივების თქმით, რუსული ბაზების მეთაურობა ჩადენილს წვრთნების აუცილებლობით ამართლებს, თუმცა, სინამდვილეში, იქ სამხედრო პოლიგონის გამართოება გეგმება.

ადგილობრივი რაიონის ე.წ. დეპუტატის, გენადი შენკუბას თქმით, იქ ოდესღაც პოლონელების კომპაქტური დასახლება იყო, (ეს მათი მოსაზრებაა. ქართულ ისტორიულ წყაროებში ამ ეკლესიის შესახებ მცირე ცნობები მოიპოვება. - ავტ.) რომელთაც თავიანთი სალოცავი და სასაფლაო ჰქონდათ. ამ დროისთვის დანრჩენილი იყო ეკლესიის კედლები და ზღუდე, ასევე კელიის ფრაგმენტები... აღნიშნული ობიექტი 2011 წელს, ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს მფლობელობაში გადავიდა და აღნიშნულ ტერიტორიას რუსეთის "ეფესბე" ადგილობრივი სწავლებებისთვის იყენებდა. მოგვიანებით, ის მესაზღვრეებს გადასცეს, რომლებმაც იქ სამხედრო ბაზის მშენებლობა დაიწყეს. სამშენებლო და მიწის გადაფორმების საკითხებს, პოლიგონის ხელმძღვანელი ვიქტორ გრიშენკო უძღვებოდა.

3 იანვარს, მისი ბრძანებით, აღნიშნულ ადგილას, სადაც პოლიგონის მშენებლობა მიმდინარეობს, მივიდა მძიმე ტექნიკა და იქაურობა დაანგრია. გორაკი, რომელზეც ეკლესია იყო აშენებული, მათთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილს წარმოადგენდა, ამიტომაც, რუსმა სამხედროებმა ეკლესიის ნანგრევები მიწასთან პირწმინდად მოასწორეს, - ეკლესიის კედლები ისე დაშალეს, რომ დაახლოებით ას მეტრზეა  გაფანტული. იგივე ბედი ეწია, იქვე მდებარე სასაფლაოსაც, - ის ბულდოზერებით მოასწორეს...

ადგილობრივთა თქმით, ხელმძღვანელობა მათ ამშვიდებდა, რომ მიმდინარე სამშენებლო პროცესს, სოფელ წებელდის ადმინისტრაციის უფროსი გრიგორი კალაიჯანი და ე.წ. დეპუტატი გენადი შინკუბა მუდმივ მეთვალყურეობას უწევდნენ, რათა დარღვევა არ მომხდარიყო. ადგილობრივი მოსახლეობა იქაურობას წმინდა ადგილად მიიჩნევდა და უფრთხილდებოდა. თუმცა, ერთ დღესაც კი, იქ მისულებს საშინელი ვითარება დახვდა, - "ვიდრე აფხაზეთში შობა-ახალ წელს ვზეიმობდით, რუს სამხედროებს იქაურობა მოუსწორებიათ." - აღნიშნეს მათ და დასძინეს, რომ მათივე ძალისხმევით, მიწის სამუშაოები ამ დროისთვის შეჩერებულია, თუმცა, ეკლესია და სასაფლაო აღარ არსებობს.

ადგილობრივმა მოსახლეობამ ადგილზე გამოიძახა ე.წ. კულტურის სამინისტროს თანამშრომლები. გრიშენკოს სახელზე შედგა შესაბამისი აქტი, თუმცა, ტაძარი და სასაფლაო განადგურებულია და აღდგენას არ ექვემდებარება.

აფხაზეთის, ე.წ. კულტურის მინისტრის მოადგილის ბათალ კობახიას თქმით, - შემთხვევას დამამძიმებელ გარემოებებია ხლავს თან, - რუსმა სამხედროებმა სამუშაოები უქმე დღეებში ჩაატარეს, მაშინ, როდესაც "ქვეყანაში" სადღესასწაულო დღეები იყო და "სახელმწიფო" უწყებები ისვენებდნენ. კიდევ, - "შეუძლებელია, მათ არ სცოდნოდა თუ რა ობიექტს ანგრევდნენ, ვინაიდან საძირკველი, 1 მ-ის სიმაღლეზე ჩანდა. ასევე, "იკითხებოდა" და მცენარეებით არ ყოფილა დაფარული ეკლესიის კედლების ფრაგმენტები და ზღუდე... რაც შეეხება, სასაფლაოს, - მას მემორიალური ობიექტის სტატუსი ჰქონდა და მისი დემონტაჟისთვის სპეციალური ნებართვა იყო საჭირო"- აცხადებს კობახია.

ამასთან ერთად, ბათალ კობახიამ აღნიშნა, რომ ამ სოფლის მიმდებარედ უკვე დიდი ხანია სამხედრო სწავლებები მიმდინარეობს, რომელსაც ასევე დიდი ხანია, ადგილობრივები აპროტესტებენ, რადგან ისინი საფრთხის ქვეშ არიან... სასწავლო სროლებისას, მუდმივად ეღუპებათ პირუტყვი, დაბზარულია მათი სახლის კედლები. ამ და სხვა პრობლემების გამო, მათ არაერთხელ მიმართეს ადგილობრივ ხელმძღვანელობას, ასევე სამხედრო ნაწილის მეთაურობას, მაგრამ უშედეგოდ...

ასევე საფრთხეშია, სამხედრო პოლიგონის ახლოს მდებარეობს ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლი "წებელდის ციხე", რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ციხეში, VI-VIII საუკუნეებში აფხაზეთის მთავრების რეზიდენცია იყო და ისინი მის დანგრევას არ დაუშვებენ.

ამ დროისთვის პოლიგონის სამუშაოები შეჩერებულია, თუმცა, ზიანი, რომელიც აფხაზი ისტორიკოსების თქმით, "ქვეყანას" მიადგა, აუნაზღაურებელია... ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, - რუსეთმა საწადელს მიაღწია და რეგიონის სამხედრო პოლიგონას გადაქცევას ცდილობს.  აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელებში გამოხმაურება  მოჰყვა. - "იქ ხალხი სალოცავად ადიოდა. ის წმინდა ადგილი იყო, სადაც მორწმუნეები სანთლებს ანთებდნენ  და ლოცულობდნენ... შეუძლებელია, მათ იქ ამის კვალი არ ეპოვათ... მათთვის რამე წმინდა და პატივსაცემი არსებობს?.. რა იქნება შემდეგი ნაბიჯი?!" - წერენ ისინი. 

ლალი პაპასკირი

ამბები.გე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე