პოლონეთში ამერიკული სამხედრო ტექნიკა გამოჩნდა

პოლონეთში ამერიკული სამხედრო ტექნიკა გამოჩნდა

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ბეატა შიდლომ, ამერიკის სამხედროებისა და ტექნიკის გამოჩენას პოლონეთის მიწაზე, რასაც "დიადი დღე" უწოდა. ამ სიახლეს, პოლონეთის ხელისუფლების წარმომადგენლები და მოსახლეობა სიხარულით შეხვდა. პოლონეთში განლაგდება 3500-კაციანი ამერიკული სამხედრო ქვედანაყოფი და სამხედრო ტექნიკა, რომლის ფუნქცია ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე მდებარე ალიანსის წევრი ქვეყნების უსაფრთხოების გაძლიერება იქნება. პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში ოთხი სამხედრო ბრიგადის განლაგების გადაწყვეტილება ნატოს ხელძღვანელობამ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ მიიღო.

როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთის ხელოსუფლებამ აღნიშნული ფაქტი მკაცრად გააკრიტიკა. ვლადიმირ პუტინმა, ამერიკული სახმელეთო ბრიგადების განლაგებას პოლონეთსა და ბალტიისპირეთში, "რუსეთის უსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერსების" წინააღმდეგ მიმართული მუქარა უწოდა.

2014 წელს, ევროპაში ნატოს ჯარების მთავარსარდლის გენერალ ფილიპ ბრიდლავი აცხადებდა, ნატო რუსეთის საზღვრებთან უდიდესი სამხედრო ბაზის შექმნას გეგმავს, რათა რუსეთს სწრაფი რეაგირების ინფრასტრუქტურა დაუახლოვოს. მისივე თქმით, "განიხილება ბაზირების შესაძლებელი პუნქტები, თუმცა შესაძლო ვარიენტებს შორის, ჯერჯერობით საუკეთესოა ბალტიის ზღვის სანაპიროზე მდებარე პოლონური პორტი შეცინი".

ბრიდლავის განცხადებით, ახალ ბაზაზე განლაგდება იმ რაოდენობის შეიარაღება, ტყვიაწამალი და სურსათი რამდენიც აუცილებელი იქნება ნატოს ჯარების შეუფერხებელი მოქმედებებისათვის ომის შემთხვევაში. გენერალმა აღნიშავდა, რომ ალიანსის რესურსების აღმოსავლეთით გადატანა აუცილებელი იყო, პოლონეთის, ლიტვის, ლატვიია და ესტონეთის გარანტირებული უსაფრთხოებისათვის.

იმავე წელს, ამერიკის უკვე ყოფილი პრეზიდენტი, ბარაქ ობამა გამოვიდა ინციატივით, რომელიც ევროპის ქვეყნებში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გაზრდას გულისხმობდა. - "ჩვენ გავზრდით ამერიკელი სამხედროებისა და სამხედრო-საჰაერო ძალების რაოდენობას ევროპის ქვეყნებში, რათა ამით დახმარება გავუწიოთ ჩვენი მეგობრების - უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს თავდაცვისუნარიანობას" - განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ ვარშავაში ყოფნისას.

საქმე ის არის, რომ უკრაინის კრიზისამდე ნატო ალიანსის ჯარების ყოფილი სოციალისტური ბანაკის ქვეყნებში განლაგებაზე უარს ამბობდა. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების თხოვნა ნატოს ჯარების განლაგების თაობაზე არ წყდებოდა. ესტონეთი ბალტიისპირეთსა და პოლონეთში ნატოს სწრაფი რეაგირების კორპუსის შექმნის წინადადებით გამოვიდა. პოლონეთის ხელისუფლებამ, ყირიმის ოკუპაციისთანავე დრო იხელთა და მიმართა ნატოს თხოვნით, - ალიანსმა პოლონეთში 10-ათასკაციანი სამხედრო კონტინგენტი განელაგებინა...

შარშან, მარტში, ვარშავა იუწყებოდა, რომ აპრილში ქალაქ მორონგში, რომელიც რუსეთის საზღვართან (კალინინგრადის რაიონი) სულ რაღაც 100 კილომეტრში მდებარეობს, ამერიკული სამხედრო ბაზა შეიქმნებოდა და "პეტრიოტი"-ს PAC-2 და PAC-3 ტიპის რაკეტები განთავსდებოდა. თავდაპირველად ითქვა, რომ ეს რაკეტები ვარშავასთან ახლოს მდებარე პატარა ქალაქ ვესოლაში უნდა განთავსებულიყო, თუმცა, მოგვიანებით, ახლა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ბოგდან კლიხმა განაცხადა, რომ მორონგი უკეთესი ადგილია. "სტრატეგიის საკითხები არაფერ შუაშია, საქმე ის არის, რომ მორონგში ამერიკელი სამხედროებისთვის მათი ტექნიკური აღჭურვით, ჩვენ საუკეთესო პირობების შეთავაზებას შევძლებთ" – განაცხადა მან... "პეტრიოტი"-ს კომპლექსს თვითმფრინავების და ბალისტიკური რაკეტების განადგურება შეუძლია.

პოლონეთში "პეტრიოტი"-ს კომპლექსის განთავსებაზე ვარშავა და ვაშინგტონი მას შემდეგ შეთანხმდნენ, რაც რუსეთი კალინინგრადის ოლქში "ისკანდერი"-ს ტიპის ბალისტიკური რაკეტების განთავსებით დაიმუქრა. თავის მხრივ, რუსეთის ეს განცხადება, პოლონეთსა და ჩეხეთში ამერიკული ანტისარაკეტო სისტემის განთავსების გეგმებს მოჰყვა.

2014 წლის სექტემბერში, ამერიკის აწ უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ უარს ამბობდა ამ გეგმაზე. პასუხად მედვედევმაც უარი თქვა კალინინგრადში "ისკანდერის" რაკეტების განთავსებაზე. თუმცა, მიუხედავად ამისა, ვაშინგტონმა მაინც გადაწყვიტა "პეტრიოტი"-ს რაკეთების განთავსება. მაშინ ითქვა, რომ ამით ამერიკამ ანტისარაკეტო ფარზე უარის შედეგად გაღიზიანებული პოლონელები დაამშვიდა.

რუსეთი, ისევე, როგორც ახლა, თავისი საზღვრის სიახლოვეს ამერიკელი სამხედროებისა და რაკეტების განთავსებას სერიოზულ პროვოკაციად აღიქვამდა. ოფიციალური პირები აცხადებდნენ, რომ ეს ყველაფერი ამერიკის მხირდან კალინინგრადის ოლქში რუსი სამხედროების საქმიანობაზე თვალთვალისთვის იქნებოდა გამოყენებული...

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე