სომხები აფხაზეთში კულტურულ ავტონომიას ითხოვენ?

სომხები აფხაზეთში კულტურულ ავტონომიას ითხოვენ?

აფხაზეთში მცხოვრები სომხური მოსახლეობა სომხურისთვის კულტურული ენის მინიჭების მოთხოვნით გამოდის. ინტერნეტში ვრცელდება ინფორმაცია, სადაც სომხური საზოგადოებრივი ორგანიზაცია "კრუნკი", აფხაზეთში "ნაციონალურ-კულტურული ავტონომიის" შექმნას ითხოვს.

მიმართვაში ნათქვამია, რომ "აფხაზეთი არის ერთ-ერთი პატარა, მაგრამ მრავალეროვანი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც სომხები ძირძველ მკვიდრებად ითვლებიან. ადგილობრივი სომხური მოსახლეობა აფხაზეთის სახელმწიფოს განვითარებაში აქტიურად მონაწილეობდა... ისინი იბრძოდნენ მოძმე აფხაზების გვერდიგვერდ ბიზანტიის იმპერიის, მოგვიანებით, არაბეთისა და თურქეთის მმართველობის წინააღმდეგ. ასევე, აფხაზეთის საზღვრების გასაფართოებლად სურამის ქედამდე.

რუსეთის იმპერიის დროს, ჩვენი უფლებები შეიზღუდა. სომხურ მოსახლეობას კულტურული განვითარების უფლებას არ აძლევდნენ, კრძალავდნენ სომხურ სკოლებს და ადამიანებს სულიერ განვითარებას უშლიდნენ და ამის შედეგია ის, რომ ჩვენმა წინაპარმა ამ ტერიტორიაზე სომხური ეკლესია-მონასტრები ვერ ააგო," - ნათქვამია "კრუნკის" მიმართვაში, სადაც ავტორი დასძენს, რომ სომხური მოსახლეობა ასევე აქტიურად მონაწილეობდა "ქართული ფაშიზმის" წინააღდეგ წარმოებულ ომში, რა დროსაც ათასი სომეხი აფხაზეთის გმირი გახდა, თუმცა, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ისინი ახალი, აფხაზური ფაშიზმის წინაშე აღმოჩნდნენ."

"ბევრის მნახველი და შრომისმოყვარე სომხური მოსახლეობა ამჯერად აფხაზეთის ხელისუფლების თავდასხმის სამიზნე გახდა, - ქვეყნის ხელმძღვანელობა მიზანმიმართულად ამცირებს სომხურ მოსახლეობის ინტერესებს რესპუბლიკაში, - წლების შემდეგ, ჩვენ ისევ არ გვაქვს ეკლესიების აგების უფლება, ისევე როგორც არ გვაქვს სომხური სკოლის, თეატრისა და სხვა კულტურული ცენტრების დაარსების საშუალება," - ნათქვამია გავრცელებულ დოკუმენტში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ მათ იმიტომ არ უბრძოლიათ, რომ მათი უფლებები შელახული იყოს.

"აქედან გამომდინარე, ორგანიზაცია "კრუნკის" წარმომადგენლობა, აფხაზეთის სომხური ინტელიგენცია აცხადებს, რომ აფხაზეთის ძირძველ სომხურ მოსახლეობას სრული უფლება აქვს ქვეყანაში სომხური ნაციონალური-კულტურული ავტონომია დააფუძნოს. ეს იქნება ადგილობრივ პრობლემებზე ორიენტირებული ავტონომია, რომელიც, ენის განვითარებასა და ეროვნული თვითმყოფადობისა და კულტურის შენარჩუნებაზე იქნება ორიენტიერებული. არაფერს ვამბობთ იმაზე, რომ სომხური მოსახლეობა აფხაზეთში უკვე აღარ მიიჩნევა ეთნიკურ უმცირესობად, - მას შემდეგ, რაც ქართულმა მოსახლეობამ აფხაზეთი დატოვა, გულრიფშის, ოჩამჩირისა და ტყვარჩელის რაიონებში მოსახლეობის უმეტესობა ეთნიკურად სომეხია...," - აღნიშნულია მიმართვაში.

"კრუნკის" დამფუძნებლების მოსაზრებით, კანონპროექტი სრულყოფის შემდეგ, განსახილველად, აფხაზეთის პარლამენტის სომეხ დეპუტატებს რობერტ იალიანსა და ლევონ გალუსტიანს გადაეცემათ."

თავის მხრივ, დე ფაქტო აფხაზეთის პარლამენტის დეპუტატები რობერტ იალიანი და ლევონ გალუსტიანი ამ საკითხის წინ წამოწევას გარე ძალების გააქტიურებას მიაწერენ.

სომეხი "პარლამენტარების" მტკიცებით, პერიოდულად, სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებები "აფხაზ და სომეხ მოძმე ხალხებს შორის შუღლის ჩამოგდებას ცდილობენ". მათივე თქმით, ორგანიზაცია "კრუნკი", რომლის სახელითაც გავრცელდა განცხადება, შეუძლებელია ამგვარი ინიციატივის ავტორი იყოს, რადგან ორგანიზაციის აქტივისტები "აფხაზ ძმებთან ერთად იბრძოდნენ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის".

ამბები. გე

ლალი პაპასკირი

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე