თურქეთში ღამის კლუბზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი დააკავეს

თურქეთში ღამის კლუბზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი დააკავეს

თურქეთის ოფიციალური წარმომადგენლები, ახალი წლის ღამეს, სტამბოლის კლუბ "რეინაში" ტერაქტი განახორციელა. პრემიერ-მინისტრ ბინალი ილდირიმის თქმით, დაკავებულს პოლიცია დაკითხავს. თურქ მაღალჩინოსანს იმედი აქვს, რომ გამოძიება ტერაქტის უკან მდგომ პირებსაც გამოავლენს. სტამბოლის გუბერნატორის, ვასიფ შაჰინის თქმით, ეჭვმიტანილი აბდულგადირ მაშარიპოვია, რომელიც ავღანეთში გაწვრთნეს...

შაჰინის თქმით, ეჭვმიტანილმა აღიარა, რომ მასობრივი მკვლელობა მან ჩაიდინა და დასძინა, რომ მისი და მკვლელის თითის ანაბეჭდები ერთმანეთს დაემთხვა. თურქული მედიის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი, ესენიურტის რაიონში, 911-ე ქუჩაზე დააკავეს. ის ეროვნებით უზბეკია და თურქეთში რამდენიმე წელია ცხოვრობს. თურქმა სამართალდამცავებმა, მაშარიპოვთან ერთად, კიდევ ოთხი ადამიანი, მათ შორის, სამი ქალი და ერთი მამაკაცი დააკავეს. დაკავებულები, ყირგიზეთის, ეგვიპტის, სენეგალისა და სომალის მოქალაქეები არიან.

სპეცოპერაციაში ჩართული იყო ათასამდე სპეცრაზმელი, რომლებიც მიმდებარე რაიონებს აკონტროლებდნენ. იმავდროულად, სტამბოლის მეხუთე რაიონში დააკავეს ასევე უზბეკეთის მოქალაქე, მეტსახელად "იგილი", რომელიც ახალი წლის ღამეს კლუბში განხორციელებულ და ასევე, სხვა ტერორისტული ორგანიზაციების დამგეგმავად და ავტორად არის მიჩნეული. გამოძიების ინფორმაციით, მასთან ხშირად დადიოდა მაშარიპოვი. დაკავების დღეს, სამართალდამცავებისთვის თვალის ასახვევად, ის სახლიდან თავის 4 წლის ბიჭუნასთან ერთად გადიოდა. დაკავებისას, მას გაქცევა სცადა, თუმცა სპეცრაზმელებმა მისი დაკავება მაინც შეძლეს... მაშარიპოვს, რომელიც ტერორისტ თანამებრძოლებში აბუ მუჰამედ ხორასანის სახელით იყო ცნობილი, სამი ცოლი ჰყავს.  

ახალი წლის ღამის სტამბოლის კლუბ "რეინაში" სისხლიან თავდასხმას 39 ადამიანი ემსხვერპალა, 50-მდე კი დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო და გამოაცხადა, რომ ეს იყო შურისძიება სირიის კონფლიქტში თურქეთის ჩარევის გამო.

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე