რა ზომებს მიიღებს დონალდ ტრამპი ტერორიზმის წინააღმდეგ და რა ბედი ელით ამერიკის მოკავშირე ქვეყნებს

რა ზომებს მიიღებს დონალდ ტრამპი ტერორიზმის წინააღმდეგ და რა ბედი ელით ამერიკის მოკავშირე ქვეყნებს

დონალდ ტრამპის საინაუგურაციო სიტყვამ, როგორც მოსალოდნელი იყო, საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მიიქცია, - დიდი პროტესტის ფონზე მიმდინარე ღონისძიებაზე, ამერიკის პრეზედენტმა რამდენიმე მნიშველოვანი საკითხი გამოყო, ამერიკის საზღვრები, ახალი და ძველი მოკავშირების პოვნა-განმტკიცება და საფრთხეები, რომელიც მსოფლიოს წინაშე დგას.

მოგვიანებით, აშშ-ის პრეზიდენტი სადაზვერვო სამმართველოს შტაბ-ბინას ესტუმრა და განაცხადა, რომ ამერიკამ და მისმა მოკავშირეებმა საბოლოოდ უნდა გაანადგურონ ისლამური ტერორიზმი. "რადიკალური ისლამური ტერორიზმი, როგორც გუშინ ვთქვი, უნდა ამოძირკვოს, იგი უნდა აღიგავოს პირისაგან მიწისა. ეს მტერია, მტერი". ამერიკის პრეზიდენტმა "მტკიცე მხარდაჭერა" აღუთქვა ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს, რომლის თანამშრომლებს "განსაკუთრებული და ბრწყინვალე" ადამიანებად მოიხსენია.

საინაუგურაციო სიტყვაში მან ასევე თქვა, რომ მუდამ პირველ რიგში დააყენებს ამერიკას, დაიცავს ქვეყნის საზღვრებს, გააძლიერებს ძველ ალიანსებს და შექმნის ახლებს. ასევე, დაემუქრა ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოს", რომ "აღგვის პირისაგან მიწისა"...

დაავლური პრესა წერს, რომ ამის შემდეგ ტრამპს მოუწევს ასი ყურსა და თვალის გამობმა, რათა ტერორისტების "პასუხი" არ იგემოს...

კიდევ ერთი თემა, რასაც ტრამპის გაორეზიდენტების შემდეგ, არაერთი ქვეყანა შიშით ადევნებს თვალს არის, ამერიკის მოკავშირე ქვეყნებთან მისი დამოკიდებულება - შეიცვლება თუ არა მათი ბედი ურთიერთობა მომავალში და როგორ;

დონალდ ტრამპის სამომავლო პოლიტიკასთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს ანალიტიკური პორტალი "ატლანტიკ ქაუნსილი", სათაურით - "კავკასიური ცარცის წრის გარღვევა" - პუბლიკაციის ავტორი ალექსანდრა ჰოლ ჰოლია, რომელიც ახლო წარსულში დიდი ბრიტანეთის ელჩი იყო საქართველოში. სტატიაში ის საუბრობს იმ ქვეყნებზე, რომლებიც აქამდე ძალზე კომფორტულად იყვნენ დამოკიდებული აშშ-ზე. დონალდ ტრამპის მიერ პრეზიდენტის უფლებამოსილების განხორციელების დაწყების შემდეგ თავადვე უნდა იზრუნონ საკუთარ უსაფრთხოებაზე და ასევე, აქტიურად უნდა დაეხმარონ საქართველოს, რომელიც არაერთი წელია იბრძვის "კავკასიური ცარცის წრის" გასარღვევად.

"დიდი ხნის განმავლობაში, საქართველოს მსგავსი ქვეყნები აღქმული იყვნენ, როგორც დასავლეთსა და რუსეთს შორის ძალაუფლებისათვის მიმდინარე დიდი თამაშის უიმედო მსხვერპლი, მაგრამ განსხვავებით, პიესისაგან, სადაც "კავკასიური ცარცის წრეში" მყოფი ბავშვისგან, რომელსაც გახლეჩა ემუქრება ბიოლოგიური დედისა და მშვილებელი დედისაგან, საქართველო ზრდასრული ქვეყანაა და მას საკუთარი აზრი და ხმა აქვს. დადგა დრო, რომ ამ პიესის თანამედროვე ვერსიის გმირებმა აღიარონ ეს რეალობა და მეტი პატივი სცენ საქართველოსა და მისი მოსახლეობის მისწრაფებებს. აშშ-ის მიერ ბოძებული დახმარების შედეგად განვითარებული ნატოს ის წევრი ქვეყნები, რომლებსაც ახლა აღორძინების გზაზე მდგარი რუსეთის მიმართ შიში აქვთ, მეტი კეთილგანწყობით უნდა მოეკიდონ საქართველოს სურვილს," - წერს სტატის ავტორი, რომელიც ბოლო დროს ნატოსა და ევროკავშირის შორის გაურკვეველ ურთიერთბაზე მიანიშნებს. მისივე თქმით, ახალი კანდიდატებს, შეუძლიათ მიაღწიონ მაღალ ევროპულ სტანდარტებს და ფასეული წვლილი შეიტანონ საერთო უსაფრთხოებაში.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე