აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური საბრძოლო მოქმედებები დაიწყო

აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური საბრძოლო მოქმედებები დაიწყო

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარება ისევ დაიძაბა. ამის შესახებ ინფორმაციას დონბასში უკრაინული სამხედრო ოპერაციის შტაბის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე თქმით, დონეცკში საბრძოლო მოქმედებები 29 იანვრიდან გრძელდება და ბოლო მონაცემებით, 7 ჯარისკაცი დაიღუპა და 20-მდე დაიჭრა.

განსხვავებულ ონფორმაციას ავრცელებენ სააგენტო თვითგამოცხადებული "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" წარმომადგენლები, რომელთა თქმითაც, 29 და 30 იანვარს 78 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე მოკლეს და 80-მდე კი დაჭრილია.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვითარება კვირა საღამოდან დაიძაბა, როდესაც უკრაინის არმია ავდეევკაში ძლიერი ცეცხლის ქვეშ მოჰყვა, რის შემდეგაც განხორციელდა შტურმი... დონეცკში ე.წ. სახალხო რესპუბლიკის" წარმომადგენელმა, "აღმოსავლეთის ბატალიონის" მეთაურმა,  ალექსანდრე ხოდაკოვსკიმ "ბიბისის" მოსკოვის საინფორმაციო სამსახურს განუცხადა, რომ აქტიური საბრძოლო მოქმედებების გააქტიურების ინიციატორი უკრაინული მხარე იყო. მისივე თქმით, ისინი უკრაინული სამხედრო ძალების რეგულარული წარმომადგენლები არ ყოფილან, სავარაუდოდ, მოხალისეთა ბატალიონიდან იყვნენ. მისივე თქმით, უკრაინელი ჯარისკაცები სარაკეტო იერიშმა შეიწირა, რა დროსაც  ერთი სამოქალაქო პირი დაიჭრა... ხოდაკოვსკი სეპარატისტულ მხარეს დაღუპულთა შესახებ ცნობებს არ ავრცელებს.

უკრაინის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში, ვლადიმერ ელჩენკო, დონბასში ვითარების გამწვავებასთან დაკავშირებით, ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტიერესს წერილობით მიმართავს. როგორც წერილში აღნიშნულია, ელჩენკო რუსეთისგან მოითხოვს, აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები შეწყდეს და ამ სახელმწიფომ პატივი სცეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას.

იმ შემთხვევაში, თუ საბრძოლო მოქმედებები არ შეწყდება, უკრაინა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევას აპირებს.

ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ბერლინში ვიზიტი შეწყვიტა.

უკრაინის ჯარებსა და რუსეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება, 2014 წლის აპრილში დაიწყო. ამ დროის განმავლობაში დაღუპულთა რიცხვი 9750-ს აღემატება...

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე