კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
10:02 / 03-02-2017
აფხაზების რეაქცია საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე
როგორც კი ქართული საზოგადოებისთვის, მეტად მნიშვნელოვანი სიახლის, ვიზალიბერალაზაციის შესახებ გახდა ცნობილი, მაშინვე გაჩნდა კითხვები, როგორც აფხაზეთის, ასევე ცხინვალის რეგიონიდან - შეძლებენ თუ არა ამ შეღავათით სარგებლობას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლები.

არადა, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, არაერთხელ დაანონსდა, რომ კონფლიქტის ზონაში მცხოვრებლებს იგივე შეღავათები ექნებათ, "გვინდა, რომ არა მხოლოდ ვიზალიბერალიზაცია, არამედ ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიღებული ყველა სარგებელი მაქსიმალურად იყოს ხელმისაწვდომი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებისთვის", - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, დღეს მიღებული გადაწყვეტილება პრაქტიკული შედეგის მომტანია საქართველოს მოქალაქეებისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ.

"ეს შესაძლებლობა ხელმისაწვდომია მათთვისაც და გვინდა, რომ არა მხოლოდ ვიზალიბერალიზაცია, არამედ ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიღებული ყველა სარგებელი იყოს მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებისთვის," - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

"უვიზოდ გადაადგილების შესაძლებლობა არის ერთ-ერთი ყველაზე კონკრეტული სარგებელი საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის და ჩვენი ამოცანაა, ამოქმედებისთანავე მაქსიმალურად მარტივად (რის შესაძლებლობასაც პროცედურები იძლევა) ეს სარგებელი ხელმისაწვდომი გავხადოთ აფხაზებისა და ოსებისათვის. ეს არა მხოლოდ მოგზაურობის შესაძლებლობას ქმნის, არამედ ძალიან ბევრი სხვა სარგებელიც ახლავს,"- განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა, რომლის განმარტებითაც, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებისთვის საინფორმაციო კამპანიასაც გეგმავენ:

"ჩვენი ამოცანაა, ჩვენი მოქალაქის პასპორტი უფრო ადვილად ხელმისაწვდომი გავხადოთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებისთვის, როგორც გეოგრაფიულად, ისე პროცედურულად, თუმცა ამას ახლავს თავისი უსაფრთხოების მექანიზმები. ვაპირებთ კამპანიას და ამის შესახებ ინფორმაცია ისედაც ვრცელდება ორივე რეგიონში, მაგრამ ამოცანაა, მათთვის გასაგებ ენაზე კიდევ უფრო მარტივად აღსაქმელი გავხადოთ პროცედურული დეტალები და ეს მალე ხელმისაწვდომი გახდება".

2017 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებას და ქართული მხარის შეთავაზებას უვიზო მიმოსვლის შესახებ აფხაზური და ოსური მხარეებისთვის, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყება ოფიციალური განცხადებით უკვე გამოეხმაურა:

"ევროპარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ვრცელდება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე და აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს არ შეეხება" - წერია განცხადებაში, სადაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებას, აფხაზეთის მოქალაქეების საქართველოს პოლიტიკურ-სამართლებრივ სივრცეში ჩართვის თბილისის მორიგ მცდელობად აფასებენ.

"ე.წ. ნეიტრალური პასპორტების გეგმის ჩავარდნის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, აფხაზეთის მოქალაქეებისთვის კიდევ ერთი სატყუარა გამოიყენოს ევროკავშირის ქვეყნებთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სახით. თუმცა, უდავოა, რომ თბილისის ეს ახალი მცდელობა განწირულია ჩასავარდნად. თუკი საქართველოს ხელმძღვანელობა მართლა ღელავს აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეების გადაადგილების თავისუფლებაზე, უარი თქვას საერთაშორისო იზოლაციის პოლიტიკისგან, რის გამოც ჩვენს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში შესვლაზე უარს ეუბნებიან", - ნათქვამია განცხადებაში.

აფხაზური მხარე იმავე განცხადებაში, ევროპულ სტუქტურებსაც მოუწოდებს, უარი თქვან ქართული მხარის პოლიტიკის მხარდაჭერისგან და დეიზოლაციის მიმართულებით რეალური ზომები მიიღონ...

საქართველოსთვის 2 თებერვალს მიღებული ისტორიული გადაწყვეტილება აქტიური საგანი გახდა აფხაზურ სოციალურ ქსელებში... ერთი ნაწილი პათეტიურად ამტკიცებდა, რომ ეს სიახლე აფხაზების პატრიოტიზმისა და ღირსებისთვის "ლაკმუსის ქაღალდი" იქნებოდა; კერძოდ, საუბარია იმ კატეგორიაზე, ვინც "საქართველოში გრძელვადიანი მკურნალობის მიზეზით ქართული პასპორტი აიღო."

თეიმურაზ სუხუმსკი: "მე ის ერთ-ერთი ადამიანი ვარ, ვისაც ძალიან
You must have Flash Player installed in order to see this player.
უყვარს თავისი ქვეყანა, მაგრამ იმასაც ვხედავ, რომ ეს ჩვენს მიერ მოგონილ-შელამაზებული კავკასიური ერთობა, ძმობა და თანადგომა, რომელსაც წლებია სადღეგრძელოსავით ვამბობთ, მხოლოდ და მხოლოდ ილუზიაა... ამასობაში კი, ქვეყნები ვითარდებიან, წინ მიდიან, კანონებს იღებენ და ცივილიზაციას უახლოვდებიან. საქართველო ვიზალიბერალიზაციას ზეიმობს, ჩვენ კი, რუსეთის მიერ დონეცკსა და ლუგანსკში ადგილობრივი პასპორტების აღებას. ჩვენთანაც ხომ აღიარეს რამდენიმე წლის წინ აფხაზური პასპორტები და რა შეიცვალა ამით ქვეყნისთვის, თავად განსაჯეთ!.."

ფატიმა დარსალია: "ძალიან სასაცილოა ქართული მხარის ვითომ კეთილგანწყობა ჩვენს მიმართ. თავად იმის ეშინიათ, რომ ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ქვეყანა ახალგაზრდებისგან დაიცლება... ყოველი მეორე ქართველი ამას ამბობდა - ისედაც გარბოდნენ ახალგაზრდები ქვეყნიდან და ახლა საერთოდ არავინ დარჩებაო... იქნებ შეგვეშვან და თავიანთ პრობლემებს მიხედონ. დადგება დრო და აფხაზეთი დამოუკიდებლად მიიღებს ამ სტატუსს..."

ირაკლი კვარაცხელია: "მაინტერესებდა, რას დაწერდა ის ხალხი, ვინც უკვე იყო საქათველოში და ვიცი, რომ ქართული პასპორტები აიღო, სხვასაც ურჩევდნენ ამის გაკეთებას, ვიღაცები დათანხმდნენ, ზოგი ყოყმანობს და შესაძლოა, ეს მათთვის ბიძგი გახდეს... როდესაც საქმე ძვირფასი ადამიანის ჯანრთელობასა და სიცოცხლეს ეხება, ვერავის მოსთხოვ, მასზე წინ რამე ან ვინმე დააყენოს, - ერთის მხრივ, არ მინდა სისუსტე გამოვიჩინოთ ამაყმა აფხაზმა ერმა, რომელმაც წლების განმავლობაში წარმოუდგენელ სიძნელეებს გაუძლო, მაგრამ იმასაც ვხედავ, რომ ერთ მოჯადოებულ წრეზე ვტრიალებთ, კანონი, როგორც ასეთი, არ არსებობს, საგზაო მოძრაობის დაცვასაც კი მივაღწიეთ და სისხლის ანალიზის ასაღებად, საქართველოში გავრბივართ... ამიტომ, მესმის იმ ადამიანების, ვისაც თვალი ენგურისკენ უჭირავს. თავს ნუ მოვიტყუებთ. ასეთები არიან და არც ისე ცოტა..."

მერაბ კვარცია: "მთელმა აფხაზეთმა იცოდა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შესახებ... ეს ნიშნავს, რომ ინტერესი არის და ამაში, პირველ რიგში ჩვენი ხელისუფლებაა დამნაშავე, რომელმაც ვერ შეძლო საერთაშორისო არენაზე რუსეთისხელა სახელმწიფოს მხარდაჭერა მის სასარგებლოდ გამოეყენებინა და ევროპის მიერ დაწესებული შეზღუდვები გაერღვია... მხოლოდ სავარძლები აინტერესებთ. ამიტომ შედეგებითაც ნუ გაოცდებით."

ლალი პაპასკირი
AMBEBI.GE
13:40 / 17-02-2017
მეფის რუსეთის დროიდან წამლავდენ და ატყუილებდნენ აფხაზებს თითქოს ქართველებმა დაიპყრეს აფხაზეთი რასაც ეხლა სამეგრელოშიც გაიგონებ ალაგ-ალაგ.ვიღაცას საქართველოს დაშლა სურს. ისე ცნობისათვის,ეშმაკი შლის...ღმერთი აერთიანებს
dato
12:42 / 14-02-2017
Mgoni afxazebi da osebi ukve isjebian! Ra vizaliberalizacia mat!! Matvis iqac Edmetia yofna. Vinc sakutar zmebs da samshoblos uaryofs, uaryofili iqnas isic. Es mtavroba veraa ra.. Ra xeli unda sheuwyo mat!!!
Paata
მსგავსი სიახლეები
"მთაზე შენიშნეს, როგორ ამოვიდა წყლიდან ორი თეთრებში ჩაცმული მამაკაცი, დაახლოებით ორი კილომეტრი გაიარეს და მერე ცისარტყელასავით ცაში წავიდნენ"
თურქეთში მიმდინარე პროცესები გააძლიერებს ავტორიტარიზმს აზერბაიჯანშიც
კონფერენცია დღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა
"ჩვენი სუსტი პროტესტის ფონზე, ისინი აქაურობას ნაბიჯ-ნაბიჯ ითვისებენ"
"მხოლოდ თავი ჰქონდა მთელი. კისერზე, არტერიასთან მომიხვდა ხელი და ვიგრძენი, რომ ფეთქავდა..."
"უმეტეს შემთხვევაში დასტურდება ისრაელში საქართველოს მოქალაქეების არალეგალურად დარჩენისა და მუშაობის მიზნით გამგზავრების ფაქტები"
საუბარია ისრაელის შს მინისტრის გადაწყვეტილებაზე თავშესაფრის მაძიებლებთან დაკავშირებით
ამ ხეებს იმდენად ჯადოსნური შეხედულება აქვთ, გაფიქრებინებს, რომ არაამქვეყნიურია
რუსი ჟურნალისტები საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე ქილიკობენ
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
14:34 / 27-04-2017  Image რა ქონებას ფლობს დედაქალაქის მთავრობის მილიონერი წარმომადგენელი ია მაქაცარია?
4 მილიონერს შორის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი ია მაქაცარია ლიდერობს
20:48 / 27-04-2017  Image ნარგიზა "ნატვრის ხიდან" - სად არის და როგორია ახლა მაცდური ქალი?
ნარგიზა ყველას ახსოვს, თუმცა მისი ვინაობა ბევრმა არ იცის
18:28 / 27-04-2017  Image "პატრულის თანამშრომელს კალთაში ეჯდა ჩემი შვილი...გადავრჩით" - პოლიციამ დედას დაკარგული შვილი დაუბრუნა
"მეგონა მთელი ცხოვრება გავიდა, არადა 15 უგრძესი წუთი..."
11:46 / 27-04-2017  Image პორტუგალიელი წინასწარმეტყველი - 2017 წლის 13 მაისს მესამე მსოფლიო ომი დაიწყება
ბირთვული ომში აშშ, ჩინეთი, რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა ჩაერთვება
12:09 / 27-04-2017  Image გამოცდილი დიასახლისების ხრიკი: რატომ ყრიან ღუმელის ფირფიტაზე მარილს ქათმის შეწვისას?
თითოეულ კილოგრამზე აუცილებელია 40 წუთის თერმოდამუშავება
კვირის ყველაზე კითხვადი
დღის ვიდეო
PALITRATV.GE
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49