სად როგორ ენდობიან NATO-ს: საერთაშორისო ორგანიზაცია "გელაპის" კვლევა

სად როგორ ენდობიან NATO-ს: საერთაშორისო ორგანიზაცია "გელაპის" კვლევა

ბოლო დროს დასავლეთში ნატოს ალიანსის მიმართ მიდგომები სულ უფრო ხშირად იცვლება. იგივე განწყობა აქვს, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსაც, რომელმაც არც ისე დიდი ხნის წინ, რომელმაც ნატოს "მორალურად მოძველებული" უწოდა. საერთაშორისო სოციოლური კვლევითი ორგანიზაცია "გელაპმა" როგორც დასავლეთ, ასევე, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში წარმოებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გაირკვა, თუ რომელ ქვეყანაში როგორი დამოკიდებულება აქვთ ამ ორგანიზაციის მიმართ.

როგორც გაირკვა, ალიანსში შემავალი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მოსახლეობის დიდი ნაწილი, მას დამცველად მიიჩნევს, ამ მხრივ კოსოვო გამოირჩევა, რომელიც ნატოს ყველაზე საიმედო ორგანიზაციდ მიიჩნევს. იქ ადგილობრივი მოსახლეობის 90 % -ს მიაჩნია, რომ ნატოს მათი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტია. იგივე განწყობაა, ალბანეთის მოსახლეობის 70 %-შიც. მესამეზე ადგილზეა პოლონეთი, - სადაც გამოკითხულთა 60 %- ისთვის ნატო ისევ და ისევ მათი სიმშვიდის გარანტია.

განსხვავებული მიდგომებია, ჩერნოგორიისა და სერბიის მოსახლეობაში, - მეტიც, ამ ქვეყნების მოსახლეობა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს საფრთხედ მიიჩნევს. კონკრეტულად, - სერბების 64 % ნატოს უნდობლობას უცხადებს და საფრთხედ მიიჩნევს. ორგანიზაცია "გელაპის" თანამშრომლები, ამას შემდეგი მიზეზით ხსნიან, 90-იანი წლების ბოლოს, ახლანდელი სერბიის ტერიტორიაზე, ყოფილი იუგოსლავიის მაშინდელი ლიდერის, სლობოდან მილოშევიჩის მომხრე არმია იყო განთავსებული, რომელზეც იერიში ნატოს სამხედრო ძალებმა მიიტანეს... ნატოს საფრთხედ აღიქვამს ჩერნოგორიის მოსახლეობა, არადა, ეს სახელმწიფო 2017 წელს, სწორედ ნატოს წევრი ხდება.

ნატოს მიმართ მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულებაა ყოფილ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ აქ პოსტსაბჭოთა პროპაგანდა ჯერ კიდევ ძალიან ძლიერია.

რაც შეეხება, სამხრეთ კავკასიას, აქ საკმაოდ საინტერესო სურათია წარმოდგენილი – კონკრეტულად, საქართველოში არსებულ ვითარებას, - "გელაპის" წარმომადგენლები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ამ ქვეყანაში ბალანსი საკმაოდ კარგად არის დაცული. გამოკითხვის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 37 % ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსს დამცველად მიიჩნევს, 8 % - საფრთხედ, 35%-ს მიაჩნია, რომ ნატოს საქართველოსთვის არც საფრთხეა, მაგრამ არც -დამცველი.

მოსალოდნელისგან მკვეთრად განსხვავებული ვითარებაა აზერბაიჯანში, - მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ნატოში გაწევრებისკენ არ ისწაფვის, გამოკითხულთა 21 % ალიანსს დამცველად მიიჩნევს, 16 % კი, საფრთხედ. ადამიანთა 44 %-ს მიაჩნია, რომ ალიანსი მათი ქვეყნისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა, არ იცავს. ეს იმ ფონზე, როდესაც სიტყვის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ მძიმე მდგომარეობაა და აქ განსხვავებული აზრის გამოხატვისთვის, არაერთი ჟურნალისტი და ბლოგერი იხდის სასჯელს...

ჯერჯერობით, არც ისე სახარბიელო ვითარებაა უკრაინაშიც. გასულ წელს, გამოკითხულთა 29 % ნატოს დამცველად მიიჩნევდა, 35 % კი - საფრთხედ. თვალშისაცემია ის ფაქტი, რომ ბოლო დროს, უკრაინის სტატისტიკა, ნატოს პოზიტიური შეფასების კუთხით, დაღმავალია, - თანდათან იზრდება აიმ ადამიანთა რაოდება, ვისაც მიაჩნია, რომ ნატო უკრაინისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

როგორც მოსალოდნელი იყო, - პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის, ალიანსის მიმართ კატეგიულად უარყოფითი განწყობაა რუსეთსა და ბელორუსიაში. "გელაპის" კვლევებით ირკვევა, რომ რუსეთში, ნატოს საფრთხედ 67 % მიიჩნევს, ბელორუსიაში კი - 54 %. "გელაპის" ოფიციალურ საიტზეა დადებული ინფორმაციის თანახმად, კვლევა ყველა ქვეყანაში ტელეფონის საშუალებით ჩატარდა და მკვლევარებმა თითოეულ ქვეყანაში, შემთხვევითი შერჩევის წესით, 15 წელზე ზემოთ მყოფი ადამიანების 1 000-მდე რესპონდენტი გამოკითხეს. "გელაპის" განამრთებით, ასეთი ტიპის კვლევის დროს, ცთომილება, დაახლოებით, 2,7-3,9 %-ია.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე